ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის მთავარ მიზანია შექმნას თავდაჯერებული ღიმილი.
კლინიკა მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის, Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში. რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკა სრულად აღჭურვილია გერმანული ტექნოლოგიებით. ექიმების დატრენინგება კი ხდება გერმანელ ექსპერტთა მიერ.
კლინიკა არის მულტიპროფილური - სადაც ყველა ტიპის სტომატოლოგიური სერვისის მიღება შეგიძლიათ ერთ სივრცეში:
- თერაპია
- ორთოპედია
- ორთოდონტია
- პაროდონტოლოგია
- იმპლანტოლოგია
- გნათოლოგია
- ბავშვთა სტომატოლოგია
- 3D კომპიუტერული ტომოგრაფია
ჩვენ წარმოვადგენთ ლიდერ ციფრულ სტომატოლოგიას საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ ბლიც - ანუ შევქმნათ სწრაფი, ხარისხიანი და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული სტომატოლოგიური სერვისი - ის რაც აქამდე არ ყოფილა.
ბლიც დენტალი ამართლებს სლოგანს „გაიღიმე თავდაჯერებულად“ - ვზრუნავთ არა მხოლოდ გარეგნულ თავდაჯერებულობაზე, არამედ შინაგან განწყობაზე, საუკეთესო მომსახურებითა და მომხმარებელზე მორგებული სერვისით.