Disable Preloader

ბლოგი

რა უპირატესობა აქვს ბავშვის ვიზიტს სტომატოლოგთან ადრეულ ასაკში?

13 დეკემბერი 2021

თქვენი ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფიზიკური განვითარების ნებისმიერი სხვა ასპექტი. სწორი და პერმანენტული მოვლის, დაბალანსებული დიეტისა და რეგულარული სტომატოლოგიური ვიზიტების შემთხვევაში, ბავშვებს შეუძლიათ მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნონ  ჯანსაღი ღიმილი.

როდის უნდა მივიყვანოთ ბავშვი სტომატოლოგთან პირველი შემოწმების მიზნით?

სტომატოლოგიური პრობლემების პრევენცია და პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაციის ქონა, არის ჯანსაღი, სასიამოვნო ღიმილის მთავარი საწინდარი. პედიატრიული სტომატოლოგიის ამერიკული აკადემია ურჩევს მშობლებს, ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან განახორციელონ პირველ დაბადების დღემდე ან პირველი კბილის ამოღებიდან არაუგვიანეს ექვსი თვის შემდეგ.

რა სარგებელი მოაქვს ადრეულ ბავშვობაში სტომატოლოგიურ ვიზიტებს?

მაშინ, როცა საკითხი ეხება მცირე ასაკის პაციენტებს, ჩვენი კლინიკის გუნდის ერთ - ერთი მთავარი მიზანია, რომ თითოეული ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან იყოს მშვიდი,  მხიარული და პოზიტიური გამოცდილებებით  სავსე. რაც უფრო ადრე დაიწყებენ ბავშვები რეგულარულ ვიზიტებს სტომატოლოგთან, მით უფრო  მაღალი იქნება მათი შანსი მთელი ცხოვრების განმავლობაში  შეინარჩუნონ მომხიბვლელი და ჯანსაღი ღიმილი. გამოკვლევები ადრეულ ასაკში, საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მოხდეს  კარიესისა და სხვა სახის პრობლემების (მაგალითად ღრუებისა  და ლაქების წარმოქმნა)  თავიდან აცილება. როდესაც ბავშვებს ჯანსაღი კბილები აქვთ, მათ შეუძლიათ ადვილად ღეჭონ საკვები, ისწავლონ გარკვევით ლაპარაკი და თავდაჯერებულად ღიმილი.

4 მიზეზი, თუ რატომაა კარგი სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი ადრეულ ასაკში.

  1.       შიშის შემსუბუქება და პირის ღრუს მოვლის წესების გაცნობა.

ადრეული ასაკის პაციენტებმა  თავი უნდა იგრძნონ  მაქსიმალურად კომფორტულად და დაცულად იმ გარემოში, რომელიც მათთვის სიახლეს წარმოადგენს. ადრეული ვიზიტების დაწყება სტომატოლოგთან,  ბავშვებს ეხმარება შეეგუონ სტომატოლოგის კაბინეტს. მისთვის დამახასიათებელ  ხმებსა და სპეციფიურ სუნებს. თავის მხრივ, მთელი ეს პროცესი ემსახურება მთავარ მიზანს, რომელიც გულისხმობს, რომ ბავშვისათვის სტომატოლოგთან მისვლა უნდა იქცეს  სახალისო, ერთგვარ სასიამოვნო გამოცდილებად. ჩვენ ვქმნით პოზიტიურ ატმოსფეროსა და მშვიდ, პატარების საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს.

 

  1. ჯანსაღი სტომატოლოგიური ჩვევების ჩამოყალიბება

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვმა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს პირის ღრუს ჰიგიენის კარგი ჩვევების შესწავლა. სტომატოლოგთან რეგულარული  ვიზიტი დაეხმარება მას გაიგოს, როგორ გამოიყენოს კბილის ჯაგრისი და საწმენდი ძაფები, ასევე რა არის კარიესი და როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება. ადრეულ ასაკში ჩამოყალიბებული, პირის ღრუს მოვლის  სასარგებლო ჩვევები თქვენს პატარას მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

 

  1. სტომატოლოგიური პრობლემების პრევენცია

ბავშვის კბილები ძალიან მგრძნობიარეა და მათ ადვილად უჩნდებათ ბზარები, ლაქები და კარიესი. ადრეული და რეგულარული პედიატრიულ - სტომატოლოგიური მოვლა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კბილებისა და ღრძილების დაავადებები. სარძევე კბილებში კარიესის გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მომავალში მოხდეს კბილების კიდევ უფრო სერიოზული პრობლებემის პრევენცია ორალური ჰიგიენის დაცვით. სტომატოლოგიური ვიზიტები, რომლებიც უნდა დაიწყოს ბავშვის ადრეულ ასაკში, ზრდის შანსს, საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ პირის ღრუს სტომატოლოგიური პრობლემები. ბავშვს, ადრეული განვითარების ეტაპზე  შესაძლოა დასჭირდეს პრევენციული ქმედებების გატარება, რაც თავის თავში გულისხმობს დალუქვის პროცედურებს (იგივე კბილის დაპლომბვა). პროფესიონალი სტომატოლოგის დროული დახმარებით, შესაძლოა აღმოჩენილ იქნას  კბეჩვის ფუნქციის პრობლემები და დაიწყოს ინტერვენციული მკურნალობა, რაც შეამცირებს შემდგომი ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობასა და ღირებულებას.

  1. მშობლების დახმარება და განათლება

ბავშვების პირის ღრუს მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ როგორ ხდება კბილებისა და ღრძილების ჰიგიენის დაცვა ყოველდღიურად, სახლის პირობებში. სტომატოლოგს შეუძლია იყოს თქვენი „მასწავლებელი“, რათა დაგეხმაროთ პირის ღრუს  მოვლისა და საწმენდი ძაფების  გამოყენების პროცესის შესწავლაში, მოგცეთ სასარგებლო რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ და გითხრათ, თუ რა უნდა გააკეთოთ გადაუდებელ სიტუაციებში. ბავშვთა სტომატოლოგი ასევე დაგეხმარებათ პირის ღრუსთან დაკავშირებით არსებული  სხვა პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა სარძევე  კბილების ამოღებასთან დაკავშირებული პრობლემები, ცერა თითის წოვა პატარებში (რამაც შემდგომში შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ორთოდონტიული პრობლემები)   ან  კბილების წმენდასთან ( საწმენდი ძაფებითა და კბილის ჯაგრისით) დაკავშირებული პრობლემები.