22-ე საუკუნის ტექნოლოგიები ბლიც დენტალში

27 დეკემბერი 2021

სტომატოლოგია, მედიცინის ისეთი სფეროა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება, რათა შეძლოს, უკეთ დააკმაყოფილოს პაციენტის საჭიროებები.

ჩვენი კლინიკის გუნდი, მუდმივად ეძებს ახალ შესაძლებლობებს, შეისწავლის და პრაქტიკაში ნერგავს თანამედროვე სამედიცინო - სტომატოლოგიურ მიდგომებს და იყენებს მოწინავე პოზიციაზე მყოფ, უახლეს ტექნოლოგიურ დანადგარებს რათა, პაციენტის ვიზიტი სტომატოლოგთან გახადოს, სასიამოვო, კომფორტული პროცესი.

დღეს გვსურს გესაუბროთ იმ ტექნოლოგიურ უპირატესობებზე, რომლითაც ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ.

ინტრაორალური სკანერი

ეს არის თანამედროვე დენტალური სკანერი, რომელიც, რეალურ დროში,  მომენტალურად აღბეჭდავს პაციენტის პირის ღრუს - ეკრანზე,  ფერად ფორმატში, და ამით ამარტივებს ანაბეჭდის მიღების პროცესს.  ინტრაოლარული სკანერი სტომატოლოგს აძლევს საშუალებას,  კლინიკური სიტუაცია და ანაბეჭდის ხარისხი შეაფასოს მომენტალურად. დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტულად პრობლემური ზონის თავიდან სკანირება და არა მთლიანი ანაბეჭდის ხელახლა აღება. ინტრაოლარული სკანერი განსაკუთრებით კომფორტულია პაციენტისათვის რადგან, მისი მეშვეობით აღარაა საჭირო საანააბეჭდო მასის პირის ღრუში მოთავსება. შესაბამისად პაციენტს აღარ აქვს უსიამოვნო შეგრძნება რომელიც ხშირ შემთვევაში გამძაფრებული "ღებინების რეფლექსით” ხასიათდება.

3D ტომოგრაფია (ORTHOPHOS SL 3D)

3D კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას გვაძლევს მივიღოთ, როგორც მთლიანი ყბა-სახის, ასევე თავის ქალის სამგანზომილებიანი ანარეკლი და პირის ღრუს ზუსტი სურათი. 

3D კომპიუტერული ტომოგრაფია განსაკუთრებით მოსახერხებელია სტომატოლოგისათვის, რადგან მას ეძლევა საშუალება სრული სიზუსტით დაინახოს პირის ღრუს ისეთი ზონები, რომლის დანახვაც, სტანდარტული სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით შეუძლებელია. 

DSD –Digital Smile Design

ფოტოდოკუმენტალიზაციას თანამედროვე სტომატოლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი საშუალებით შესაძლებელია არამარტო მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომი მდგომარეობის თვალნათელი შედარება, არამედ მიღებულ შედეგზე დაკვირვება, პაციენტის ვიზიტის შემდეგ ფოტომონაცემების ანალიზი, მკურნალობის გეგმის შედგენა და მომზადება პაციენტისთვის წარსადგენად.

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში არსებობს კომპიუტერული პროგრამები, რომელიც სწორედ ფოტოსურათებზე დაყრდნობით, მკურნალობის შემდგომ მისაღები შედეგის მოდელირების საშუალებას იძლევა, რაც პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც, მკურნალობის გეგმის შედგენისას, ორიენტირს წარმოადგენს.

ფოტოების გადაღება ხდება მკურნალობამდე, შემდეგ კი იწყება მათი დეტალური ანალიზის პროცესი  DSD –Digital Smile Design პროგრამის საშუალებით. DSD ფოტომოდელირებით შესაძლებელია არამარტო კოსმეტიკური სამუშაოს, არამედ იმპლანტაციის დაგეგმვაც, ხოლო პაციენტს შესაძლებლობა აქვს კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით, წინასწარ შეაფასოს ის შედეგი, რომელსაც მკურნალობის დასრულების შემდეგ მიიღებს. 

დენტალური მიკროსკოპი ( ZEISS, LEICA)

სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრათანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს უწყვეტად ვაკონტროლოდ მკურნალობის პროცესი, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე (რაც გულისხმობს კბილის ქსოვილის მინიმალურ დამუშავებას).

მიკროსკოპი უზრუნველყოფს სამუშაო ველის მაქსიმალურ განათებას და გადიდებას დაახლოებით 25-ჯერ, რაც გვეხმარება დავადგინოთ კბილის ზუსტი ანატომიური აგებულება და მოვახერხოთ მაქსიმალური სიზუსტით მისი აღდგენა.

წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობისთვის საჭიროა არხების ზედმიწევნით დამუშავება, დეზინფექცია და ჰერმეტულად მათი დახურვა.

მიკროსკოპი საშუალებას გვაძლევს:

  • ადვილად აღმოვაჩინოთ არხების შესასვლელი;
  • კბილის ქსოვილის მაქსიმალური დაზოგვით, დავადგინოთ დამატებითი არხების არსებობა და ანატომიური თავისებურებები;
  • გავაკონტროლოთ არხიდან ნეკროზული მასების გამოდევნა, რაც გვიცავს მეორადი ინფექციისგან;
  • მოვაშოროთ ნადები რათა შეიქმნას არხებთან მისადგომის;
  • მიკროსკოპის საშუალებით შესაძლებელია კბილზე ბზარების და მოტეხილობის ხაზის დადგენა.

განმეორებითი ენოდონტიის შემთხვევაში დენტალურ მიკროსკოპს შეუცვლელი როლი ენიჭება. ყველაზე გავრცელებული გართულება, რასაც სტომატოლოგი აწყდება ენდოდონტიური მკურნალობის დროს არის პერფორაციები და არხში ჩატეხილი ინსტრუმენტები, რის გამოც პაციენტების უმრავლესობა კარგავს კბილს. მიკროსკოპის საშუალებით ასეთ სირთულეების იდენტიფიცირება და მოგვარება გამარტივებულია. 

ცერეკი (CEREC)

უახლესი და უნიკალური კომპიუტერულ ტექნოლოგია თანამედროვე სტომატოლოგიაში. ცერეკის აპარატის საშუალებით დღეს უკვე შესაძლებელია 2 საათში აღიდგინოთ ნებისმიერი მოტეხილი ან ჩამოშლილი კბილი.

CEREC AC სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ კბილის კონსტრუქცია და დავამზადოთ ბიოთავსებადი, ბუნებრივი კბილების სტრუქტურასთან მაქსიმალურად მიახლოებული რესტავრანტები (გვირგვინები, ვინირები, ჩანართები, ხიდისებრი პროთეზები და ა.შ.).

ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით კბილის ტექნიკის სამუშაოს ასრულებს კომპიუტერი, იუველირული სიზუსტით. ჩვეულებრივი ანაბეჭდის ნაცვლად ექიმი იყენებს დელიკატურ ოპტიკურ ანაბეჭდს. მიღებული კონსტრუქცია იმდენად ზუსტია, რომ არ საჭიროებს კორექტირებას. რესტავრანტები კი  მზადდება მაღალხარისხიანი, უმეტალო, მყარი კერამიკისაგან, ან ცირკონიუმის ოქსიდისაგან.

CEREC AC -ის  უახლესი ტექნოლოგიის მთავარ უპირატესობებად მოიაზრება ის რომ, კბილის  აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვიზიტში. რესტავრანტები არ შეიცავს  მეტალს, ხდება კბილის ქსოვილის მინიმალური დამუშავება და რესტავრაციის შემდგომ, კბილი გამოიყურება ბუნებრივად ხოლო შედეგი არის მყარი და გარანტირებული.