Disable Preloader

ბლოგი

კბილების პროფესიონალური წმენდა

16 მარტი 2022

ადამიანზე პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ღიმილი ახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სუფთა და ლამაზი კბილები.  კბილების პროფესიონალური  წმენდა გულისხმობს კბილის ქსოვილის ზედაპირიდან რბილი, პიგმენტირებული და მკვრივი ნადების მოშორებას ულტრათანამედროვე აპარატურის გამოყენებით. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისთვის. წმენდის შედეგად კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი.

გარდა ამისა, პროფესიონალური წმენდა და ჰიგიენის შენარჩუნება  ღრძილების დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკა. ამასთან ერთად, წმენდა იცავს უკვე არსებულ ბჟენებს დაზიანებისაგან და მათი  ხანგრძლივი გამოყენების  გარანტიაა.

ხშირად, ისეთ საკვებს მივირთმევთ, რომლებიც იწვევენ  კბილის ქსოვილის ფერის ცვლილებას (ყავა, ჩაი, წითელი ღვინო და ა.შ.).. ამასთან ერთად, პირის ღრუში არსებული რბილი  ნადები, გარკვეული პერიოდის შემდგომ განიცდის მინერლიზაციას, რომლის შედეგადაც ყალიბდება კბილის ქვა. იგი თავისთავად იწვევს ღრძილის რეტრაქციას (ე.წ ღრძილის დაწევა) , რის შედეგადაც ვითარდება ღრძილის ანთება, ჩნდება პათოლოგიური ჯიბეები და ჰალითოზი (უსიამოვნო სუნი) პირის ღრუში.  სახლის პირობებში პირის ღრუს მოვლა, ვერ უზრუნველყოფს რთულად მისაწვდომ ადგილებში ნადების სრულყოფილ მოშორებას, ისე რომ არ დავაზიანოთ ღრძილები. აქედან გამომდინარე 6 თვეში ერთხელ აუცილებელია პაროდონტოლოგთან ვიზიტი.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებას კლინიკა” გთავაზობთ პროფესიული წმენდის მანიპულაციის მთელ კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს პირი ღრუს ქსოვილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მასში შედის ულტრაბგერის აპარატის, Air-Flow სისტემის გამოყენება, პოლირება სპეციალური პასტებით და რემთერაპიის (რემინერალიზაცია) პროცედურები.  

პროფესიული წმენდა გულისხმობს 2 ეტაპს:

  • კბილის ქვების მოშორებას მექანიკური ინსტრუმენტებით ან/და ულტრაბგერების საშუალებით;
  • ზედაპირული ნადების მოშორებას, რომელიც წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე ისეთი პროდუქტებისგან, როგორებიცაა ყავა, ჩაი, ნიკოტინი და ა.შ.

პროცედურები უნდა ჩატარდეს:

  • 6 თვეში ერთხელ – კბილების და ღრძილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
  • 4-5 თვეში ერთხელ – ბრეკეტებით მკურნალობისას; 

კბილების წმენდა ულტრაბგერით

ულტრაბგერის საშუალებით ხდება კბილების განთავისუფლება მაგარი ნადებისაგან ანუ ქვებისაგან. ულტრაბგერითი აპარატი ეფექტურად აშორებს, როგორც ღრძილის ზედა ასევე ღრძილის ქვეშა ნადებს, რომლებიც ღრძილების დაავადებების გამომწვევია. ეს არის სრულიად უსაფრთხო პროცედურა. აღნიშნული მეთოდით პაროდონტოლოგს შეუძლია კბილის ყველაზე მყარი ნადების მოშორება, უმტკივნეულოდ და ქსოვილის დაზიანების გარეშე. 

ულტრაბგერითი წმენდის შედეგად თქვენ მიიღებთ სამმაგ ეფექტს:

  • კბილის ქვების სრული მოშორებას;
  • შეშუპებული ღრძილების პროფილაქტიკას;
  • კბილების ვიზუალურ გაუმჯობესებას.

კბილების წმენდა Air-Flow სისტემით

Air Flow აპარატი “ნადების დელიკატური მოშორების” ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ეს აპარატი აშორებს კბილებზე არსებულ რბილ ნადებს, ეგრეთწოდებილ “კვებით საღებავებს”  (მაგალითად: ჩაი, ყავა და მკვეთრი ფერის მქონე ნებისმიერი  სხვა პროდუქტი.), ასევე air flow აპარატით ხდება  „მწეველის ნადებს“ მოცილებაც. Air Flow  სისტემით წმენდა სრულიად უსაფრთხოა, რადგან გამწმენდი ფხვნილის შემადგენლობაში არ შედის აგრესიული კომპონენტები. წნევის ქვეშ სპეციალური ქვიშა (ნატრიუმის ბიკარბონატი, კალციუმი, გლიცინი)  წყალთან ერთად ქმნის ჭავლს, რომელიც მარტივად აშორებს ნადებს, ყოველგვარი ზიანისა და კბილების ტრავმირების გარეშე. აღნიშნული პროცედურის შემდეგ კბილები დიდი ხნით ინარჩუნებენ სიპრიალეს, სისუფთავეს და სილამაზეს.

რემთერაპია

პროფესიული წმენდის შემდეგ რეკომენდირებულია რემინერალიზაციური თერაპიის ჩატარება. რემინერალიზაცია კბილის მინანქრის ნორმალური სტრუქტურისა და მასში მინერალების შემცველობის ნორმალური დონის აღდგენის პროცესია. ამ პროცედურისათვის გამოიყენება სხვადასხვა ფტორ შემცველი პრეპარატები კბილის ემალის გასამაგრებლად. 

რისთვის გვჭირდება რემინერალიზაცია?

  • რემინერალიზაცია იცავს კბილებს კარიესისგან, ანუ კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.
  • რემინერალიზაცია სასარგებლოა კარიესის საწყის სტადიაზე, როდესაც ამ დაავადების დამარცხება ჯერ კიდევ პრეპარირებისა და ბჟენის გარეშეა შესაძლებელი.
  • სასარგებლოა კბილების ჰიპერმგრძნობელობასთან ბრძოლისას, რომელიც დემინერალიზაციის შედეგია.

პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს 60 წუთს. რემინერალიზაციის შემდეგ 2 სააათის განმავლობაში რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ პიგმენტის შემცველი საკვების მიღებისაგან.