რა არის ვინირება და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ.
შაქრიანი დიაბეტი ესაა დაავადება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. პირის ღრუს პრობლემებს ნახშირწყლოვანი ბალანსის დარღვევა იწვევს, რაც მოგვიანებით ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლასაც განაპირობებს. დაავადების პირველი ნიშანი ხშირად, სწორედ პირის ღრუს ჯანმრთელობის ცვლილებებია. ამიტომ ორგანიზმში მიმდინარე პროცესების სტომატოლოგიურ გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ის წინ უსწრებს საერთო კლინიკური სურათის განვითარებას.
ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თუკი დიაბეტის მქონე პაციენტი მოიხმარს თამბაქოს რეგულარულად, ჩამოთვლილ დაავადებათა განვითარების რისკი მატულობს მინიმუმ 20-ჯერ.
შაქრიან დიაბეტს (თუკი ის ცუდად კომპენსირებულია და პაციენტი არ იღებს შესაბამის მედიკამენტებს) მუდამ თან ახლავს მინერალური ცვლის დარღვევა, ეს კი აისახება ორგანიზმში მაგარი ქსოვილების მდგომარეობაზე. ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილი – კბილის მინანქარია. კბილის კვება ხდება, როგორც პირის ღრუდან, ასევე მიკროსისძლღარღვოვანი წრიდან. მინერალური ცვლის დარღვევა კი იწვევს ორგანიზმიდან კალცის, ხოლო შემდგომ ფტორის გამოდევნას. როდესაც კალცი და ფტორი არასაკმარისი რაოდენობითაა, ემალი ხდება მყიფე. მასში მარტივად აღწევენ ბაქტერიების მიერ გამოყოფილი მჟავები და იზრდება კარიესის განვითარების რისკი. კარიესის პროგრესირების მაღალი მაჩენებელი კი განპირობებულია დენტინის (დენტინი – მინანქარის ქვეშ მდებარე კბილის ქსოვილია) მილაკების გაფართოებით, რაც ამარტივებს ინფიცირების პროცესს.
სტომატოლოგთან ვიზიტი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისათვის ისეთივე რეგულარული უნდა იყოს, როგორც ენდოკრინოლოგთან. ( რეკომენდებული არის წელიწადში მინიმუმ 3 - 4 ვიზიტის განხორციელება) სწორედ ამიტომ გასაკუთრებით მნიშვნელოვანია სტომატოლოგის სწორი შერჩევა. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტის შემთხვევაში სტომატოლოგმა უნდა იცოდეს, რომ მსგავს პაციენტებს მომატებული აქვთ ტკივილის შეგრძნება, ისინი მალე იღლებიან, ხოლო მათი იმუნიტეტი დაქვეითებულია. სტომატოლოგმა დიდი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოს დიაბეტიანი პაციენტისათვის იმპლანტის გაკეთების დროსაც. ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, კბილის იმპლანტების განთავსება არ არის სასურველი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კონტროლირებადია პაციენტის სისხლში შაქრის შემცველობა. რაც შეეხება კბილის ამოღებას, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტისათვის, კბილის ამოღება სასურველია მოხდეს დილის საათებში, ინსულინის გაკეთების და საუზმის შემდგომ.
„ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ თქვენ დაგვხვდებათ პროფესიონალ ექიმთა გუნდი. ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე და შეგიქმნით კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები
რა არის ვინირება და რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცედურის შესახებ.
სტომატოლოგიური დაავადებები, რომლებსაც განსაკუთრებით უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ჩვენი მისიაა შევქმნათ თავდაჯერებული ღიმილი.
ადენტიის მკურნალობის უალტერნატივო მეთოდი.
თანამედროვე სტომატოლოგია, პაციენტებს კბილების წმენდისა და გათეთრების სხვადასხვა მეთოდს სთავაზობს.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე.
პაროდონტიტი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა.
როგორ ვითარდებოდა ესთეტიკური სტომატოლოგია.
კონკრეტული ასაკობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული სტომატოლოგიური პრობლემები.
სტომატოლოგიური პრობლემები, რომლებიც პირველ ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
გენეტიკით გამოწვეული ღრძილების პრობლემები და მათი მოგვარების გზები.
გამომწვევი ფაქტორები და პირველი სიმპტომები.
რა არის გნათოლოგია და როდის გვჭირდება გნათოლოგთან კონსულტაცია?
ახალი წელი - ახალი ღიმილი.
რჩევები ჯანმრთელი კბილებისთვის.
ორთოპედიული მომსახურების სრული სპექტრი.
კბილების მომატებული მგრძნობელობა.
ბრეკეტებით მკურნალობა ზრდასრულ ასაკში.
კბილები და ზოგადი ჯანმრთელობა.
პირის ღრუს მოვლის რჩევები მწეველებისთვის.