რა უნდა ვიცოდეთ ბრეკეტების შესახებ?

21 სექტემბერი 2022

ორთოდონტია არის სტომატოლოგიის  ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის და მკურნალობს კბილთა მწკრივის სიმეტრიის პრობლემებს. ორთოდონტიული მკურნალობის შემდგომ ღიმილი უფრო ესთეტიკურია და ჯანსაღდება ფუნქციაც. ეს ნიშნავს, რომ პაციენტის უყალიბდება ღეჭვის სწორი პროცესი და აღმოიფხვრება საუბრის ხარვეზი.  ორთოდონტიული მკურნალობის დროს შესაძლებელია, როგორც ვინირების, ასევე ბრეკეტების გამოყენება. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, დგება ორთოდონტიული მკურნალობის გეგმა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალურად შეირჩევა ორთოდონტიული კონსტრუქციები: მარტივად მოსახსნელი კონსტრუქციებია - ფირფიტები და კაპები, ხოლო ბრეკეტები შესაძლოა იყოს: მეტალის, კერამიკული, თვითლიგირებადი და ლინგვალური (კბილების შიგნითა მხრიდან).

რა ტიპის ბრეკეტები არსებობს?

მეტალის ბრეკეტები -  დღესდღეობით კლინიკურ პრაქტიკაში,  ყველაზე ფართოდ გავრცელებულ კონსტრუქციად მიიჩნევა. მეტალის ბრეკეტები  მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე (ვესტიბულარულად), იგი არის მტკიცე, საიმედო და რაც მთავარია, ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ხელმისაწვდომია.

კერამიკული ბრეკეტები - მეტალის ბრეკეტების მსგავსად, კერამიკული ბრეკეტებიც კბილის გარეთა ზედაპირზე მაგრდება. მისი ფერი შესაძლებელია ნებისნიერი ტონის კბილთან იყოს შესაბამისობაში, რის გამოც იგი მეტალის ბრეკეტებთან შედარებით ნაკლებად შესამჩნევია. სწორედ ვიზუალური ეფექტის გამო, დღეს პაციენტთა უმრავლესობა კერამიკულ ბრეკეტებს ირჩევს.

ლინგვალური ბრეკეტები - ანუ კბილის შიდა ბრეკეტები ორთოდონტიული მკურნალობის უახლესი მეთოდია. ლინგვალური ბრეკეტი მაგრდება კბილის ზედაპირზე, ენის მხრიდან, რაც სრულიად შეუმჩნეველს ხდის მას ვიზუალურად. ხშირ შემთხვევაში ლინგვალურ ბრეკეტებს ირჩევენ ის პაციენტები, რომელთაც არ სურთ, რომ ბრეკეტ სისტემა ვიზუალურად შესამჩნევი იყოს. 

თვითლიგირებადი ბრეკეტები - მეტალისა და კერამიკის ბრეკეტების მსგავსად კბილზე გარედან მაგრდება. თვითლიგირებადი ბრეკეტების განსხვავებულ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ბრეკეტები თავად იჭერენ რკალს, რაც ნიშნავს იმას, რომ რკალი არ არის მიმაგრებული უშუალოდ ბრეკეტზე. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ უფრო სუსტი მოჭიმვა და შესაბამისად, პაციენტისათვის მკურნალობის პროცესი გავხადოთ უფრო კომფორტული და უმტკივნეულო.

როგორ მოვამზადოთ პირის ღრუ ბრეკეტებისათვის?

ორთოდონტთან ვიზიტამდე, აუცილებელია მოიწესრიგოთ კბილები და პირის ღრუსთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი პრობლემები. მიმართეთ სტომატოლოგს, აუცილებლობის შემთხვევაში იმკურნალეთ კარიესი, ღრძილების დაავადებები და გაიწმინდეთ კბილები პროფესიონალურად. რაც უფრო ჯანსაღია კბილები ბრეკეტებით მკურნალობის პროცესში, მით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს პაციენტი, რადგან ჯანსაღი პირის ღრუ და კბილები თავიდან აგარიდებთ მკურნალობის აუცილებლობით გამოწვეულ დამატებით დისკომფორტს და თქვენ შეძლებთ სრულად კონცენტრირდეთ ორთოდონტიული პრობლემების მოგვარებაზე. გარდა ამისა, ბრეკეტ-სისტემის დაყენებამდე კბილების პროფესიონალური წმენდა, ქვებისა და ნადების მოშორება ორთოდონტს შესაძლებლობას მისცემს ბრეკეტი უფრო მყარად, კბილის სუფთა ზედაპირზე, დაამაგროს. 

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა გირჩევთ, რომ უშუალოდ ბრეკეტების დაყენების დღეს:

  • გაიხეხეთ კბილები უხეში ჯაგრისით, რათა მაქსიმალურად მოიშოროთ კბილზე არსებული ნადები და საკვების ნარჩენები;
  • მოერიდეთ ისეთი საკვების მიღებას, რომელიც ადვილად შეიძლება დაგროვდეს კბილთა შორის სივრცეში ( მაგალითად: თხილი, პოპკორნი, ასევე ფორთოხალი, კივი და ა.შ.).

რაც შეეხება ბრეკეტების დაყენების პროცედურის ხანგრძლივობას, ეს დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს სპეციფიკასა და ჩასატარებელი სამუშაოს სირთულეზე. შესაბამისად, ყოველი პროცედურა ინდივიდუალურია, თუმცა ძირითადად 45-დან 60 წუთამდე გრძელდება.

რაც შეეხება ბრეკეტების მოვლის რეკომენდაციებს, "ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" პაციენტებს ურჩევს:

  • კბილები აუცილებლად გაიხეხეთ ყოველი ჭამის შემდეგ;  
  • ბრეკეტებით მკურნალობისას აკრძალულია დაღეჭოთ, ჩაკბიჩოთ ან დაღრღნათ მყარი საკვები;
  • რაც მთავარია, მოერიდეთ საღეჭ რეზინს;
  • უმჯობესი იქნებ თუ ბრეკეტ სისტემის გასაწმენდათ, კბილებს  გაიხეხავთ სპეციალური ჯაგრისით.

ბრეკეტები და მისი ფასი

რაც შეეხება ბრეკეტების ღირებულებას, მისი ფასი 1,500 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია, როგორც მასალაზე, ასევე მისი დაყენების მეთოდზე. "ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მეტალისა თუ კერამიკულ ბრეკეტებს და აღსანიშნავია, რომ მათი ფასი, ხარისხთან შედარებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები

ბრეკეტების ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16

შეიძლება დაგაინტერესოთ:

  1. კბილების პროფესიული წმენდა
  2. ორთოდონტია
  3. ღრძილოვანი ღიმილის კორექცია