Disable Preloader

ორთოპედია

დროთა განმავლობაში, კბილები შესაძლოა დაზიანდეს, დაიბზაროს, დასუსტდეს და საბოლოოდ დაიკარგოს.ორთოპედიული სტომატოლოგია ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. მკურნალობას არა მხოლოდ ფუნქციური არამედ ესთეტიური  თვალსაზრისითაც. კახაბერ ხარებავას კლინიკაში ორთოპედიული მკურნალობა ტარდება CEREC cad/cam ციფრული სისტემის დახმარებით. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ციფრული პროტოკოლი იძლევა უზუსტეს შედეგს ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების თვალსაზრისით, სიზუსტე კი რა თქმა უნდა განაპირობებს შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობას. გარდა ამისა CEREC  ტექნოლოგია საშუალებას იძლევა პაციენტმა წინასწარ ნახოს ჩასატარებელი რესტავრაცია და ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია კონსტრუქციის თავისებურებებზე .

ჩვენს კლინიკაში ტარდება ნებისმიერი სახის ორთოპედიული მომსახურეობა, პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა და კონკრეტულად მათი მდგომარეობიდან გამომდინარე სპეციალისტის მიერ შეთავაზებული კონსტრუქციები

 

ვინირები-ვინირება გულისხმობს 0.2-0.5მმ სისქის ფაიფურის (კერამიკული) ფირფიტებით კბილის ვესტიბულური ანუ გარეთა ზედაპირის დაფარვას როგორც ერთი კბილის მიდამოში ასევე ტოტალური რეაბილიტაციებისას. ვინირება გამოიყენება არასასურველი ფერის, ფორმებისა და კბილთა რკალში დგომის ანომალიების სამკურნალოდ, დიასთემების და ტრემების შესავსებად. მკურნალობა ნაკლებად ინვაზიურია და ზოგ შემთხვევაში თითქმის არ საჭიროებს მაგარი ქსოვილების მექანიკურ დამუშავებას. მისი უპირატესობა მდგომარეობს ფერის მდგრადობაში, ანუ თერაპიული (ბჟენით) შესრულებული რესტავრაციებისგან განსხვავებით არ იცვლის ფერს  და არ კარგავს სიპრიალეს, შესაძლებელია კბილების რამდენიმე ტონით გაღიავება, მაქსიმალურად მიახლოვებულია ბუნებრივი კბილის სტრუქტურასთან და გააჩნია ექსპლუატაციის ხანგრძლივი დრო

 

ვინირი 360- ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირიგანსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ხდება კბილის ყველა ზედაპირის დაფარვა თხელი ფაიფურის ფირფიტით, რომელიც ყველა ზედაპირიდან იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვისლ არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდებნობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ..

 

ჩანართი-ჩანართი არის იგივე ფაიფურის ბჟენი, რომელიც გამოიყენება დიდი ზომის ბჟენების ან კბილის ბუნებრივი ქსოვილების (კიდეების) მოტეხვის რისკის არსებობისას

ბჟენისგან განსხვავებით ის არ იცვლის ფერს, გაცილებით მტკიცედ ფიქსირდება ბუნებრივ ქსოვილებზე და ნაკლებად ექვემდებარება ცვეთას

 

გვირგვინი-გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა დაზიანება დიდი მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა.

ასევე გვირგვინები გამოიყენება დენტალურ იმპლანტებზე რესტავრაციის შესასრულებლად . მასალის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს: ფაიფურის , ცირკონის, ლითონ ფაიფურის, პლასტმასის. ნებისმიერ შემთხვევაში ხდება მაქსიმალური ფუნქციური და ესთეტიური მსგავსება ბუნებრივ კბილებთან

 

ხიდი-ხიდი არის მოუხსნელი კონსტრუქცია რომელიც 100 %-ით აღადგენს ღეჭვით ეფექტურობას. ხიდისებური კონსტრუქცია მზადდება დანაკლისი კბილების შემთხვევაში. ამ დროს დაკარგული კბილის მეზობილ კბილებზე კეთდება საყრდენი გვირგვინები და მაგრდება ხიდი ხელოვნური გვირგვინებით.

ხიდები ფიქსირდება როგორც ბუნებრივ კბილებზე ასევე დენტალურ იმპლანტებზე. ტოტალური ადენტიის შემთხვევაში ვიყენებთ ALL ON FOUR პრინციპს როდესაც ერთი ყბის 4 იმპლანტზე ფიქსირდება მთლიანი ხიდი.

 

DSD- digital smile design ანუ ვირტუალური ღიმილის დიზაინი. ეს პროცედურა მოიცავს Cerec ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებასამ პროტოკოლით იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი და მომავალი ღიმილის დაგეგმარება ხდება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით.პროცედურა საშუალებას იძლევა კბილების ფორმების დიზაინი შეიქმნას სახის პარამეტრებთან ჰარმონიაში.   რაც მთავარია თავდაპირველად არ ხდება კბილების პრეპარირება და პროცესის მიმდინარეობისას პაციენტს აქვს საშუალება თავადაც შეიტანოს კორექტივები მომავალი ღიმილის შექმნაში.