ფასები

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის, Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ ტექნოლოგიური უპირატესობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის” გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წამყვანი სტომატოლოგებით. კლინიკა ზრუნავს, რომ ექიმები უწყვეტი განათლების პროცესში იყვნენ ჩართულნი და გადიოდნენ გადამზადებას ახალი სამუშაო მასალებითა და აპარატურით მუშაობის შესახებ.
მომხმარებელს ვთავაზობთ წამყვანი ბრენდების სამკურნალო მასალებს, რაც მომსახურების ფასის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია. პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ საბანკო განვადებით.