სიახლეები

რა იწვევს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში?

24 ივნისი 2020

არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ანუ ჰალითოზი საკმაოდ გავრცელებული და ხშირი პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს უქმნის დისკომფორტს ჰალითოზი ძირითადად ჰიგიენის არასათანადო დაცვითაა გამოწვეული.

ჰალითოზს პირის ღრუში მობინადრე უამრავი ბაქტერიის ცხოველქმედების პროდუქტები იწვევს ბაქტერიები მრავლდებიან, ნარჩენების დაშლას იწყებენ და უსიამოვნო სუნის მქონე პროდუქტებს წარმოქმნიან. მათთვის ხელის შეშლა მხოლოდ სწორი ჰიგიენის დაცვითა და ჯანსაღი იმუნიტეტითაა შესაძლებელი 

ჰიგიენის გარდა ჰალითოზის გამომწვევი სხვა მრავალი ფაქტორი არსებობს, მაგალითად:
• პირის ღრუს კარიესული და არაკარიესული დაავადებები
• კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილება, რასაც მოგვიანებით კარიესული დეფექტის
• წარმოქმნა მოჰყვება ღრუს სახით. კარიესული კერა სავსეა მიკროორგანიზმბით, რომლთა ცხოველქმედების პროდუქტებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ;

პაროდონტიტი არის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კბილის გარშემო ქსოვილის ანთებითი პროცესი, რომელიც მიკროორგანიზმებითაა გამოწვეული და ხშირად მიმდინარეობს ჩირქოვანი ექსუდატის გამოყოფით;

• პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები - კანდიდოზი, სტომატიტი;
• პოსტქირურგიული ტრავმები;
• არასრულფასოვანი კბილთაშორისი კონტაქტები;
• არასრულფასოვანი ან უხარისხო ხელოვნური კონსტრუქციები.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერის შემთხვევაში საჭიროა დროული ვიზიტი სპეციალისტთან.

თუ თქვენი სტომატოლოგი აღნიშნავს, რომ პირის ღრუ წესრიგშია, ჰალიტოზის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმის რომელიმე სისტემის პათოლოგიური მდგომარეობა, მაგალითად: სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის დავადებები, სინუსიტი, ტონზილიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები და ა.შ. შესაბამისად შეიძლება საჭირო გახდეს გასტრო-ენტეროლოგის ან ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია 

თამბაქო: ის თავისთავად აჩენს პირის ღრუში უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, თამბაქოს მომხმარებლებს დიდი ალბათობით უვითარდებათ ღრძილების დაავადებები. მწეველობა ყნოსვასაც აქვეითებს და თუ ჰიგიენას სწორად არ იცავთ შეიძლება უამრავი დაავადების რისკის ქვეშ დადგეთ!

უსაიამოვნო სუნის გამოწვევა საკვების ზოგიერთ სახეობასაც შეუძლია. საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან საკვები სისხლის მიმოქცევაში ხვდება, ფილტვების საშუალებით გარემოში გამოიყოფა და უსიამოვნო სუნს ავრცელებს.

იმისათვის, რომ ჰალითოზმა და სხვა სტომატოლოგიურმა პრობლემებმა არ შეგაწუხოთ, აუცილებლად დაიცავით პირის ღრუს ჰიგიენა და ნუ გადადებთ გეგმიურ ვიზიტებს ექიმთან.