სიახლეები

რებრენდინგი - ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა

01 ივლისი 2021

გაცნობებთ, რომ დღეიდან “კახაბერ ხარებავას კლინიკა”-ს, რებრენდინგის საფუძველზე, ექნება პოზიციონირება, როგორც  “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა”.

 

რატომ “ბლიც დენტალი”?

 

ჩვენს კლინიკაში მუშაობენ ყველაზე კვალიფიციური ექიმები, გვაქვს საკუთარი ლაბორატორია და მომსახურების მაღალი სტანდარტი, რაც საგრძნობლად ამარტივებს და ასწრაფებს პროცესებს, როგორც მომუშავე პერსონალისთვის, ასევე ჩვენი პაციენტებისთვის. 

 

სიტყვა “ბლიც” სწორედ ამ სისწრაფეს ასახავს. “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა” Dentsply Sirona Academy-ს სტრატეგიული პარტნიორია მთელს ამიერკავკასიაში. 

კლინიკა აღჭურვილია უახლესი დანადგარებითა და ციფრული აპარატურით. 

 

ტექნოლოგიური უპირატესობა, პროფესიონალი ექიმები და მომსახურების მაღალი სტანდარტი საშუალებას გვაძლევს პაციენტებს შევთავაზოთ სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტიკა, სწორი მკურნალობა და ხარისხიანი სერვისი, იმისათვის, რომ გაიღიმოთ თავდაჯერებულად.