ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის Dentsply Sirona-ს ოფიციალური წარმომადგენელია კავკასიის რეგიონში. რაც იმას ნიშნავს რომ, კლინიკა სრულად აღჭურვილია გერმანული ტექნოლოგიებით. ექიმების დატრენინგება კი ხდება გერმანელ ექსპერტთა მიერ. კლინიკა გთავაზობთ თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული,ორთოდონტიული, ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრს.

 

  ცენტრი საქართველოში სტომატოლოგიის უმაღლეს დონეზე განვითარების  საშუალებას იძლევა  და   პაციენტთა გერმანული ხარისხით მკურნალობას გულისხმობს, სადაც შედეგი გარანტირებულია. გარდა ამისა, კახაბერ ხარებავას კლინიკაში  პარალელურად  ტარდება  ციფრული სტომატოლოგიის მასტერკლასები, რომელიც  ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

 

  ჩვენს სტომატოლოგიურ კლინიკაში  ზოგადი და კოსმეტიკური სტომატოლოგიური პროცედურების მაღალ სტანდარტს გთავაზობთ უახლესი ხარისხის მასალების და აღჭურვილობის გამოყენებით. ვმუშაობთ სტანდარტების უმაღლესი დაცვით და მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა  გაგიწიოთ პრემიუმ კლასის მომსახურება.

 

  თქვენი სტომატოლოგიური მკურნალობის დასაწყისიდან ბოლომდე ვუზრუნველვყოფთ მკურნალობის მაღალ ხარისხს, ყველა თქვენს კითხვას და საჭიროებას უმოკლეს დროში ვპასუხობთ, ყოველთვის ვფიქრობთ თქვენს მაგივრად, ამიტომ ჩვენს პაციენტებს არასდროს უწევთ ფიქრი მათ სტომატოლოგიურ საჭიროებებზე. ჩვენი გუნდი მუდმივად ესწრება საჭირო მასტერკლასებს და ანახლებს მომსახურების სპექტრს. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ ალტერნატიული ვარიანტი მკურნალობის დროს.

 

   ჩვენი სტომატოლოგები და ჰიგიენისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, თქვენი კბილები გამოიყურებოდეს საუკეთესოდ, თუმცა თქვენი კბილების ჯანმრთელობა, ყველაზე მნიშვნელოვანია.