Disable Preloader

ექიმები

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

მაკა გოშაძე

თერაპევტი

მაკა გოშაძემ უმაღლესი სამედიცინო განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო.

მას ასევე გავლილი აქვს შემდეგი კურსები: 

2003 - 2003 - სასწავლო კურსი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.

2010 - 2010 - მინიმალურად ინვაზიური ენდოდონტია - ტექნოლოგიური რესურსები და ბიოლოგიური კონცეფციები. მიუნჰენი, გერმანია

2014 - 2014 - სტომატოლოგიაში ლაზერით მკურნალობის სრული კურსი  - რბილი და მაგარი ქსოვილების პათოლოგიების დროს

2016 - 2016 - რეზიდენტურის კურსი ქირურგიულ სტომატოლოგიაში.

2016 -2016 - დიოდური ლაზერის გამოყენება მინიინვაზიური ენდოდონტიის დროს.

2018 - 2018 - BLS & ACLS" საბაზისო სწავლების სრული კურსი.

2018 - 2018 - ფრონტალური კბილების პირდაპირი მხატვრული რესტავრაცია კომპოზიტიური მასალებით.

2020 წლიდან - GSA, სააქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი

მაკა ფლობს სერთიფიკატებს შემდეგი მიმართულებით :

სერთიფიკატი ქირურგიულ სტომატოლოგიაში

სერთიფიკატი თერაპიულ სტომატოლოგიაში

სერთიფიკატი ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.

ექიმის სახელმწიფო ლიცენზია და ზოგადი პროფილის ექიმი სტომატოლოგის სერთიფიკატი.      

მაკა 22 წელია მუშაობს ექიმ სტომატოლოგად.14 წელია იგი ხელმძღვანელობს  "ააიპ დოსტაქარი"-ს სტომატოლოგიურ განყოფილებას.

2018 წლიდან იგი  კახაბერ ხარებავას კლინიკის  მაღალკვალიფიციური  გუნდის  წევრია.