ექიმები

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

კახაბერ ხარებავა

კახაბერ ხარებავა

კლინიკის სამედიცინო მენეჯერი, ორთოპედ-იმპლანტოლოგი

ორთოპედ-სტომატოლოგი, იმპლანტოლოგი, საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.

გერმანულ სტომატოლოგიური კომპანიების Dentsply Sirona და Vita-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი.

განათლება:

1993-1994წწ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - რეზიდენტურა

1984-1991წწ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სტომატოლოგიური ფაკულტეტი 

სამუშაო გამოცდილება:

2018 წ - დააფუძნა ციფრული სტომატოლოგია ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა;

2018  წ - გახდა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი ამიერკავკასიაში;

2016  წ - სწავლობდა რომში, საპიენცის უნივერსიტეტში.

2007 წ - სწავლობდა ქ. ნიუბერგში, გერმანიაში, საერთაშორისო სტომატოლოგიური იმპლანტოლოგიის სასწავლო ცენტრში, პროფესორ მამფრედ ლანგის ხელმძღვანელობით. 

2007  წ -  სტომატოლოგიური კლინიკა Keramiko აღჭურვა 3D რენდგენით და პირველად საქართველოში - ცერეკის ციფრული სისტემით.

2007 წ - გაიარა იამამოტოს მასტერკლასი თემაზე "კერამიკული რესტავრაციების ესთეტიკური შტრიხები", მოსკოვი, რუსეთი. 

2000 წ - დააფუძნა სტომატოლოგიური კლინიკა Keramiko.

1999 წ- დააარსა კბილის პირველი, გერმანული სატექნიკო ლაბორატორია და სატექნიკო გადამზადების ცენტრი.

1999 წ - გახდა გერმანული კომპანიების Dentaurum, Vita და Kettenbach-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

1997 წ - გაიარა გადამზადების კურსები კომპანია Vita-ს აკადემიაში, ბად-ზეკინგენი, გერმანია. 

  1. კერამიკული მასები და მათი გამოყენების წესები.
  2. ეფექტ-ლაინერები, ფერთა შკალა, ეფექტ-ლაინერებით ინდივიდუალიზაციის მეთოდები.

1997 წ - გაიარა გადამზადების კურსები კომპანია Dentaurum-ის სასწავლო აკადემიაში,  ფორხჰაიმი, გერმანია.

  1. მოსახსნელი პროთეზების სახეები, მათი დამზადების ლაბორატორიული და კლინიკური ეტაპები.
  2. მეტალთა სახეები და მათი გამოყენება სტომატოლოგიაში.

ენები:

  • ქართული
  • რუსული
  • ინგლისური