Disable Preloader

ექიმები

კახაბერ ხარებავა

კლინიკის სამედიცინო მენეჯერი, ექიმი ორთოპედი-იმპლანტოლოგი

ორთოპედ-სტომატოლოგი, იმპლანტოლოგი, საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი. გერმანულ სტომატოლოგიური კომპანიების Dentsply Sirona და Vita-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი. „იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრი კახაბერ ხარებავას კლინიკის“ დამფუძნებელი და კლინიკური ხელმძღვანელი.

კახაბერ ხარებავამ უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო 1991 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

გამოცდილება:

2016 წელი - სწავლობდა რომში, საპიენცის უნივერსიტეტში.

2007 წელი - სწავლობდა ქ. ნიუბერგში, გერმანიაში, საერთაშორისო სტომატოლოგიური იმპლანტოლოგიის სასწავლო ცენტრში, პროფესორ მამფრედ ლანგის ხელმძღვანელობით. 

2007 წელი -  სტომატოლოგიური კლინიკა Keramiko აღჭურვა 3D რენდგენით და პირველად საქართველოში - ცერეკის ციფრული სისტემით.

2007 წელი - გაიარა იამამოტოს მასტერკლასი თემაზე "კერამიკული რესტავრაციების ესთეტიკური შტრიხები", მოსკოვი, რუსეთი. 

2000 წელი - დააფუძნა სტომატოლოგიური კლინიკა Keramiko.

1999 წელი - დააარსა კბილის პირველი, გერმანული სატექნიკო ლაბორატორია და სატექნიკო გადამზადების ცენტრი.

1999 წელი - გახდა გერმანული კომპანიების Dentaurum, Vita და Kettenbach-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

1997 წელი - გაიარა გადამზადების კურსები კომპანია Vita-ს აკადემიაში, ბად-ზეკინგენი, გერმანია. 

ა) კერამიკული მასები და მათი გამოყენების წესები.

ბ) ეფექტ-ლაინერები, ფერთა შკალა, ეფექტ-ლაინერებით ინდივიდუალიზაციის მეთოდები.

1997 წელი - გაიარა გადამზადების კურსები კომპანია Dentaurum-ის სასწავლო აკადემიაში,  ფორხჰაიმი, გერმანია.

ა) მოსახსნელი პროთეზების სახეები, მათი დამზადების ლაბორატორიული და კლინიკური ეტაპები.

ბ) მეტალთა სახეები და მათი გამოყენება სტომატოლოგიაში.