Disable Preloader

ექიმები

ნიკოლოზ ხეცურიანი

ორთოპედი / ღიმილის დიზაინერი

ნიკოლოზ ხეცურიანმა უმაღლესი სამედიცინო განათლება პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში მიიღო, რეზიდენტურის კურსი კი უკრაინაში, ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.

იგი ფლობს ექიმი-სტომატოლოგისა და ზოგადი სტომატოლოგიის  სერთიფიკატებს.

ნიკოლოზმა მონაწილეობა მიიღო უამრავ ტრენინგში, ლექციასა და სემინარში:

2017 ალექსეი კრასნაჟონი  „ციფრული ტექნოლოგიები ორთოპედიულ სტომატოლოგიაში, თანამედროვე ორთოპედიული კონსტრუქციები: კერამიკული ვინირები, გვირგვინები, ცირკონ-კერამიკის გვირგვინები, მეტალო-კერამიკის გვირგვინები“; 

2016 - მაქსიმ ბელოგრადის კურსი „მულტისტომატოლოგიაში“;

2016 - იგორ ნოენკო „ენდოდონტიური მკურნალობის საფუძვლები“;

2015.02.21 - ოქსანა უგრინის ლექცია:  „ჰიგიენა  სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“;

2014 - ალექსანდრე ბაბუროვი: „ვინირები: ინლეი, ოვერლეი-პრესკერამიკის კონსტრუქციები“;

2014.02.20 - ვლადიმერ პაიკუში და ალექსანდ კოლუპაევი - „სტომატოლოგიურ კაბინეტში წარმოქმნილი სიცოცხლისთვის საშიში გართულებების მიზეზები, პრევენცია და აღმოფხვრა; 

2012 - პროფერსორი ჰოლგერ დენჰარტი და იური მალიკი: „სიმპოზიუმი  თანამედროვე თექნოლოგიები ენდოდონტიურ მკურნალობაში“;

2010.06.12 -  ა.ვ. ობუხოვსკი,  ე.ვ.გონჩარენკო:  „რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდები რთულ სადიაგნოსტიკო მეთოდებში, დენტალური რენტგენოგრაფია, ორთოპანტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია“;

2009.09. 20 -  პროფ. რ. ნანდა „ორთოდონტიის ესთეტიური და ბიომექანიკური საფუძვლები“ ;

2009.03.19 - მარიო ბესეკი: „ინოვაციური ტექნოლოგიები ესტეთიურ სტომატოლოგიაში“;

2009.04.11 -  ალექსანდრე კოვალი : „ენდოდონტიის შემდგომი მკურნალობა ორთოპედიული კონსტრუქციებით“. 

ნიკოლოზი რვა წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმ-თერაპევტისა და ორთოპედის პოზიციაზე უკრაინაში, ქალაქ ოდესაში,  კლინიკა „დენტ ჰაუსსა“(2011-2018წწ)  და „ექსი ლაინში“(2010-2012წწ).

2018 წლიდან იგი კახაბერ ხარებავას კლინიკის ორთოპედიის განყოფილების მაღალკვალიფიციური  გუნდის  წევრია.