Disable Preloader

მხატვრული რესტავრაცია

  მხატვრული რესტავრაცია ეს არის კბილის შეძენილი და ბუნებრივი დეფექტების გამოსწორების პროცედურა, რომელიც მომხიბვლელი ღიმილის შესაქმნელადაა საჭირო, მისი საშუალებით შესაძლებელია კბილთა მწკრივის ესთეტიკის გაუმჯობესება.

   თქვენ შეძლებთ შეცვალოთ კბილის:

  • ფორმა
  • ფერი(გათეთრება)
  • დგომის ანომალია
  • ძველი ბჟენი
  • გაცვეთილი ზედაპირი
  • კბილებს შორის სივრცეები (დიასთემა, ტრემა)
  • კბილის კარიესული და არაკარიესული დაზიანება
  • ტრავმული და გადატეხილი კბილები

და ეს ყველაფერი მხატვრული რესტავრაციის საშუალებით.

  ექიმის რეკომენდაციების სრული დაცვით შესაძლებელია 7-10 წლით შევინარჩუნოთ ჯანმრთელი და თავდაჯერებული ღიმილი.

   კახაბერ ხარებავას იმპლანტოლოგიისა და ორთოპედიული სტომატოლოგიის ცენტრში გამოიყენება უახლესი თაობის ნანოტექნოლოგიური სხივგამყარებადი მასალები(ნანოკომპოზიტები), რომლებიც გამოირჩევა მაღალი ესთეტიურობით, სიმტკიცითა და ფერის მდგრადობით.