ენდოდონტია

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

ენდოდონტია წარმოადგენს სტომატოლოგიის სფეროს, რომელიც კბილების ფესვის არხების დაავადებების დიაგნოტიკასა და მკურნალობას მოიცავს. დღეს ენდოდონტია სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სფეროა, ხოლო ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას ენდოდონტიური მკურნალობა წარმოადგენს. ჩვენს კლინიკაში ფესვის არხების მკურნალობა ხორციელდება ენდოდონტისტების მიერ, რომლებიც ფლობენ ამ სფეროში თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ უნარ-ჩვევებს და ტექნოლოგიებს. პაციენტების მკურნალობისას ჩვენ ვაღწევთ გრძელვადიან და პროგნოზირებად შედეგებს.

ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკაში სტომატოლოგიური მიკროსკოპების გამოყენება ქმნის თუნდაც „უიმედო” კბილების გადარჩენის შესაძლებლობას. მიკროსკოპის დახმარებით, 25-ჯერ გადიდების მეშვეობით შეიძლება სრულად და დეტალურად დავინახოთ კბილის ზედაპირზე და მის შიგნით არსებული მდგომარეობა. ოპტიკური გადიდება უზრუნველყოფს საიმედო და გრძელვადიან შედეგს კომპლექსური მკურნალობისას.

ZEISS არის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლის მიკროსკოპი, ის გაცილებით მეტია, ვიდრე აპარატურა. ეს უზრუნველყოფს 100%-ით იდენტიფიცირებას კბილის ანატომიის და ენდოდონტისტის მიერ შესაძლებელი ხდება გარანტირებული მკურნალობის ჩატარება.

FAQ

რას ნიშნავს ენდოდონტია?
კბილების ფესვის არხების დაავადებების დიაგნოტიკასა და მკურნალობა
რა არის ენდოდონტიური მკურნალობა?
არის კბილის არხების ინფიცირებული ნერვების გაწმენდა, დეზინფექცია და შევსება/ჩანაცვლება სპეციალური ჰემრეტული მასალებით.
მტკივნეულია თუ არა კბილის არხების მკურნალობა?
თანამედროვე ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით, პროცედურა სრულიად უმტკივნეულო ხდება. კბილის არხების მკურნალობა, ფაქტობრივად, წარმოადგენს ტკივილისგან გათავისუფლების გზას. ხშირად პაციენტები შვებას მაშინვე გრძნობენ, როგორც კი ანთებითი ქსოვილი დამუშავდება.
რა განსხვავებაა კბილის ამოღებასა და არხების მკურნალობას შორის?
პირველი და მთავარი განსხვავებაა, რომ ნერვის ამოღების (ენდოდონტიის) შემდეგ კბილი შენარჩუნდება და მრავალი წელი გვემსახურება. ხოლო კბილის ამოღება ნიშნავს მის სრულ დაკარგვას, რაც იწვევს ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას და გვერდით მყოფი კბილების გადაადგილებას. არხების მკურნალობის შემდეგ კბილი ინარჩუნებს როგორც ფუნქციას, ისე ვიზუალურ მხარეს და თავიდან გვაცილებს დამატებით, უფრო რთულ და ძვირადღირებულ პროცედურებს — როგორიცაა იმპლანტაცია ან ხიდი. შენიშვნა: არცერთი ხელოვნური იმპლანტი ან გვირგვინი სრულყოფილად ვერ ანაცვლებს ბუნებრივ კბილს.