ორთოპედია

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

რა არის ორთოპედია და ორთოპედიული სტომატოლოგია? 

ორთოპედიულ სტომატოლოგია,  ეს არის  სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც გულისხმობს ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციის დარღვევის დიაგნოსტიკას და მათი მიზეზებისა თუ შედეგების მკურნალობას. ორთოპედიული (სტომატოლოგიური)  მკურნალობის შედეგად ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების აღმოფხვრა, თანკბილვის ანომალიათა გასწორება და საუბრის სრულფასოვანი ფუნქციის აღდგენა. ორთოპედიული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს  გამოვასწოროთ დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია და მეტყველების დეფექტები, ამასთან ერთად, ორთოპედიული მკურნალობის შემდეგ პაციენტის სახეს უბრუნდება სიმეტრია და იზრდება ნაკვთების ესთეტიკურობა. 

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ორთოპედიული მკურნალობა ტარდება CEREC cad/cam ციფრული სისტემის დახმარებით. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ციფრული პროტოკოლი იძლევა უზუსტეს შედეგს ორთოპედიული კონსტრუქციების დამზადების თვალსაზრისით, სიზუსტე კი, რა თქმა უნდა, განაპირობებს შესრულებული სამუშაოს ხანგრძლივობას. გარდა ამისა, CEREC ტექნოლოგია საშუალებას იძლევა პაციენტმა წინასწარ ნახოს ჩასატარებელი რესტავრაცია და ექიმისგან მიიღოს ინფორმაცია კონსტრუქციის თავისებურებებზე. ჩვენს კლინიკაში ტარდება ნებისმიერი სახის ორთოპედიული მომსახურეობა, პაციენტებს შეუძლიათ სპეციალისტისგან მიიღონ ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა და ინდივიდუალური სპეციფიკის გათვალისწინებით შეთავაზებული კონსტრუქციები.

DSD- digital smile design, ანუ ვირტუალური ღიმილის დიზაინი. ეს პროცედურა მოიცავს Cerec ორალური სკანერის და ფოტოპროტოკოლის გამოყენებას. ამ პროტოკოლით იქმნება პაციენტის ყბა-კბილთა სისტემის ვირტუალური 3D მოდელი და მომავალი ღიმილის დაგეგმარება ხდება კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. პროცედურა საშუალებას იძლევა კბილების ფორმების დიზაინი შეიქმნას სახის პარამეტრებთან ჰარმონიაში. რაც მთავარია თავდაპირველად არ ხდება კბილების პრეპარირება და პროცესის მიმდინარეობისას პაციენტს აქვს საშუალება თავადაც შეიტანოს კორექტივები მომავალი ღიმილის შექმნაში.

რა ტიპის კონსტრუქციები გამოიყენება ორთოპედიული მკურნალობის დროს?  

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ ორთოპედიული მკურნალობის დროს იყენებს შემდეგ კონსტრუქციებს:

  • ვინირები -  ვინირება, ესთეტიურ სტომატოლოგიაში ფართოდ გავრცელებული   მეთოდია, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის კორექტირება. დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება და მათ ძირითადად გამოიყენებენ ორთოპედიული მიზნით. კერამიკული, ვინირები წარმოადგენს ფაიფურის თხელ ფირფიტებს. თითო ვინირის სისქე დაახლოებით 0.3-0.5 მილიმეტრია და ისინი გარედან ეკვრიან კბილს.
  • ვინირი 360 - ფუნქციურად იგივეა რაც კლასიკური ვინირი.  კლასიკური ვინირებისგან განსხვავებით ვინირ 360-ის საშუალებით იფარება კბილის მთლიანი ზედაპირი. თხელი ფაიფურის ფირფიტა გარედან ეკვრის კბილს ყველა მხრიდან და იცავს მას არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდებნობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.
  • ჩანართი - ჩანართი არის იგივე ფაიფურის ბჟენი, რომელიც გამოიყენება დიდი ზომის ბჟენების ან კბილის ბუნებრივი ქსოვილების (კიდეების) მოტეხვის რისკის არსებობისას. ბჟენისგან განსხვავებით ის არ იცვლის ფერს, გაცილებით მტკიცედ ფიქსირდება ბუნებრივ ქსოვილებზე და ნაკლებად ექვემდებარება ცვეთას.
  • „ხიდები“ - სტომატოლოგიური ხიდებიც ადენტიის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, დენტალური იმპლანტაციისაგან განსხვავებით, ხიდებით ადენტიის მკურნალობის დროს გვირგვინის საყრდენს წარმოადგენს არა ყბის ძვალი არამედ გვერდითი კბილები.  
  • გვირგვინი - გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა დაზიანება დიდი მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა. ასევე, გვირგვინები გამოიყენება დენტალურ იმპლანტებზე რესტავრაციის შესასრულებლად. მასალის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს: ფაიფურის, ცირკონის, ლითონ ფაიფურის, პლასტმასის. ნებისმიერ შემთხვევაში ფუნქციური და ესთეტიური მხარე მაქსიმალურად ემსგავსება ბუნებრივ კბილებს.

ორთოპედია და მისი ფასი

რაც შეეხება ორთოპედიული მკურნალობის ღირებულებას „ბლიც დენტალ კახაბერ ხარებავას კლინიკაში“, მისი ფასი დამოკიდებულია, როგორც მკურნალობის დროს გამოყენებულ მასალებზე, ასევე იმ მეთოდებზე, რომლებსაც პაციენტი და სტომატოლოგი ერთობლივად შეარჩევენ, კონსულტაციის შემდგომ.  

"ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია.  Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით,  ხოლო მომსახურების ფასი, ხარისხთან შედარებით, საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ორთოპედიული მომსახურების ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: პროცედურების ფასები

ორთოპედიული მომსახურების ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.

 

ხიდი მოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც 100%-ით აღადგენს ღეჭვით ფუნქციას. ხიდისებრი კონსტრუქცია მზადდება დანაკლისი კბილების შემთხვევაში. 

გვირგვინი 360 გრადუსით ფარავს კბილის ზედაპირს და მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ბუნებრივ კბილთან როგორც ფუნქციურად, ასევე ესთეტიკურად.

ჩანართი იგივე ფაიფურის ბჟენია, რომელიც დიდი ზომის ბჟენების ან კბილის ბუნებრივი ქსოვილების (კიდეების) მოტეხვის რისკის არსებობისას გამოიყენება.

კერამიკული ვინირების მეშვეობით შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. ვინირები აუმჯობესებს კბილებს როგორც ესთეტიურად, ასევე ფუნქციურად.