ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
ვინირები აუმჯობესებს კბილებს როგორც ესთეტიურად, ასევე ფუნქციურად. ის აღადგენს როგორც ფორმას, ფერს, რკალში კბილთა დგომას, ასევე აუმჯობესებს ღეჭვის ფუნქციას, რაც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ვინირება გულისხმობს 0.2-0.5 მმ სისქის ფაიფურის ფირფიტებით კბილის გარეთა ზედაპირის დაფარვას, როგორც ერთი კბილის მიდამოში, ასევე ტოტალური რეაბილიტაციისას. ვინირების მეშვეობით შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოყენება ესთეტიურ სტომატოლოგიაში და გვაძლევს საშუალებას ქსოვილის მინიმალური დანაკარგით დავაკორექტიროთ კბილები.
ვინირ 360 ფუნქციურად იგივეა, რაც კლასიკური ვინირი. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ვინირ 360-ის შემთხვევაში ხდება კბილის მთელი ზედაპირის დაფარვა თხელი ფაიფურის ფირფიტებით, რომელიც ყველა ზედაპირიდან იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდებნობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.
მისი უპირატესობა მდგომარეობს ფერის მდგრადობაში. თერაპიული (ბჟენით) შესრულებული რესტავრაციებისგან განსხვავებით ვინირი არ იცვლის ფერს და არ კარგავს სიპრიალეს, შესაძლებელია კბილების რამდენიმე ტონით გაღიავება.
ბევრს აწუხებს არათანაბარი ზომისა და ფორმის კბილები, რაც ესთეტიკურ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ვინირების საშუალებით ხდება კბილის ფორმისა და ზომის ცვლილება, ასევე ივსება ტრემები და დიასთემები.
ფიზიოლოგიური ცვეთა გამოწვეულია ასაკის მატებასთან ერთად. ამ დროს ხდება კბილის სიგრძის დამოკლება, თუმცა არ ხდება ფუნქციური ცვლილებები. პათოლოგიური ცვეთა ეწოდება კბილის მაგარი ქსოვილების პროგრესულ განლევას, რის გამოც კბილები მნიშვნელოვნად იცვლიან ფორმას და თანდათან წყვეტენ ნორმალურ ფუნქციონირებას.
ამ შემთხვევაში რკალის გამოსასწორებლად აუცილებელია კბილების პრეპარირება. გამონთავისუფლებული სივრცეების ხარჯზე ხდება კბილთა დგომის ჩასწორება.