ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა მომსახურებას უწევს პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა ისრაელი, აშშ, გერმანია, იტალია და სხვა.

კლინიკა არის მულტიპროფილური, რაც საშუალებას აძლევს ტურისტს ყველა სახის სტომატოლოგიური მომსახურება მიიღოს ერთ სივრცეში. სპეციალურად მათთვის, დროული და ხარისხიანი სტომატოლოგიური სერვისის მიწოდების მიზნით, ჩვენს კლინიკაში შექმნილია პაციენტზე მორგებული ინდივიდუალური სერვისი და კომფორტული გარემო.

პაციენტს საქართველოში ჩამოსვლამდე შეუძლია გაიაროს ონლაინ კონსულტაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რის შემდეგაც ჩვენი მაღალპროფესიონალი გუნდი  ადგენს მკურნალობის გეგმას, კონსულტაციების რაოდენობას/დროს, სერვისის ღირებულებას, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს ზუსტად დაგეგმოს ვიზიტი საქართველოში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სამედიცინო ტურიზმს, არამედ ქვეყნის მონახულებას.

 

 

 

პაციენტის ჩამოსვლის დეტალები თანხმდება პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან, რათა მოხდეს ვიზიტის დეტალური დაგეგმვა. ჩვენი მხრიდან ვაგზავნით მოწვევის საბუთს და ვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.

კლინაკში თავისუფლად საუბრობენ ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც ხსნის ბარიერს უცხოელ პაციენტსა და ექიმს შორის და ამარტივებს სამუშაო პროცესს.