გვირგვინი

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

რა შემთხვევაში ხდება კბილების გვირგვინით დაფარვა? 

გვირგვინებით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა დაზიანება დიდ მასშტაბს მოიცავს, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი, დიდი ზომის ბჟენები, რესტავრირებული გვირგვინოვანი ნაწილი, ძლიერ ფერშეცვლილი კბილები, ბრუქსიზმი, პათოლოგიური ცვეთა.

ის 360 გრადუსით ფარავს კბილის ზედაპირს, შესაბამისად აუცილებელია კბილის დამუშავება, რომ ზემოდან გაკეთდეს გვირგვინი. 

გვირგვინები ასევე გამოიყენება დენტალურ იმპლანტებზე რესტავრაციის შესასრულებლად.

რა სახის გვირგვინები არსებობს? 

მასალის მიხედვით გვირგვინები შეიძლება იყოს: ფაიფურის, ცირკონის, ლითონ-ფაიფურის, პლასტმასის. ნებისმიერ შემთხვევაში, გვირგვინი მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ბუნებრივ კბილთან როგორც ფუნქციურად, ასევე ესთეტიკურად.

რა ეტაპებია საჭირო გვირგვინების დასაფიქსირებლად? 

თავდაპირველად აუცილებელია კბილის გამოკვლევა და რენტგენის გადაღება, რათა სტომატოლოგმა დაინახოს არის თუ არა ფესვის მკურნალობის საჭიროება. შემდეგ უკვე ხდება ბუნებრივი კბილის მინიმალური დამუშავება წრიულად და ციფრული ანაბეჭდის აღება, რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში. ამის შემდეგ, პაციენტს უკეთდება დროებითი გვირგვინი, იმისათვის რომ არ იგრძნოს ესთეტიკური დისკომფორტი მანამ, სანამ არ დამზადდება მისი საბოლოო გვირგვინი. 

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, გვირგვინების დამზადება და დაფიქსირება ხდება მაღალი სიზუსტით, რაც გამორიცხავს ბაქტერიების შეღწევას და გამრავლებას გვირგვინის ქვეშ. საკუთარი ციფრული ლაბორატორია კი ზოგავს პაციენტის დროსა და რესურსს. გაიგეთ მეტი ორთოპედია-ზე.

 

 

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები

 

როგორც თავად პაციენტები ამბობენ, ჩვენთან 22-ე საუკუნეა!



FAQ

რა არის ხელოვნური გვირგვინი და რა შემთხვევაშია აუცილებელი მისი დამზადება?
ხელოვნური გვირგვინი არის ორთოპედიული კონსტრუქცია, რომელიც კბილს ფარავს ყველა ზედაპირიდან და აღადგენს ფუნქციურ და ესთეტიკურ დისკომფორტს. გვირგვინი საჭიროა როცა კბილის დაზიანება არის დიდი, აღინიშნება მოტეხილობა ან არის მოტეხილობის რისკი, დიდი ზომის ბჟენები, პაციენტს აღენიშნება ბრუქსიზმი ან კბილების პათოლოგიური ცვეთა.
რით განსხვავდება ცირკონო-კერამიკის გვირგვინი მეტალო-კერამიკისგან და რომელი სჯობს?
ცირკონო-კერამიკის გვირგვინი მეტალო-კერამიკისგან განსხვადება მასალით, ესთეტიკური პარამეტრებით და გამძლეობით.
რომელი მასალის გვირგვინია რეკომენდებული წინა კბილებისთვის მაქსიმალური ესთეტიკის მისაღებად?
ციკროკონო - კერამიკა ან ცირკონის კბილები, შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
იწვევს თუ არა მეტალო-კერამიკის გვირგვინი ღრძილის სილურჯეს (გაშავებას) დროთა განმავლობაში?
დიახ, შესაძლოა გამოიწვიოს რეაქცია მეტალზე და დროთა განმავლობაში გაჩნდეს მუქი ლურჯი ზოლი მეტალის გასწვრივ.
როგორ მიმდინარეობს კბილის ხელოვნური გვირგვინით დაფარვის პროცესი და მტკივნეულია თუ არა?
თავდაპირველად აუცილებელია მთლიანი პირის ღრუს შეფასება 3დ რენტგენზე, შემდეგ უკვე ხდება ბუნებრივი კბილის მინიმალური დამუშავება (პრეპარირება) და ციფრული ანაბეჭდის აღება, რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში. ამის შემდეგ, პაციენტს უკეთდება დროებითი გვირგვინი, იმისათვის რომ არ იგრძნოს ესთეტიკური დისკომფორტი მანამ, სანამ არ დამზადდება საბოლოო გვირგვინი. პროცესი არის სწრაფი და რაც მთავარია სრულიად უმტკივნეულო.
გამოიყენება თუ არა კლინიკაში 3D ინტრაორალური სკანირება პროცესის დასაჩქარებლად?
დიახ, 3D ინტრაორალური სკანირება გამოიყენება როგორც პროცესის დასაჩქარებალად, ასევე დისკომფორტის შესამცირებლად და უკეთესი შედეგის მისაღებად.
რა ფაქტორები განსაზღვრავს კბილის გვირგვინის ფასს და შედის თუ არა მასში დროებითი გვირგვინის ღირებულება?
გვირგვინის ფასს სრულად განსაზღვრავს მასალა და მასში დროებითი გვირგვინის ღირებულება არ შედის.