თერაპია

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელის, Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ ტექნოლოგიური უპირატესობა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით. 

ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ აღიდგინოთ კბილის ფორმა, ფერი და ფუნქცია ისე, რომ შედეგი იყოს ბუნებრივი და ესთეტიკური.  

კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა, რომელიც კბილის მყარ ქსოვილებს აზიანებს. ის ვითარდება, როდესაც ბაქტერიები კბილის ზედაპირზე გროვდება და მჟავას წარმოქმნის, რაც მინანქრის დაზიანებას იწვევს. კარიესი ხშირად საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.