ბლიც დენტალი-კახაბერ ხარებავას კლინიკა იღებს რეზიდენტებს ორთოპედიის პროგრამაზე. ორთოპედიის რეზიდენტურაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა კლინიკის მეილზე (info@blitsdental.com) გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • დიპლომის ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • CV
  • სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ასლი

სწავლის ხანგრძლივობა: 15 თვე
თეორიული ნაწილი 6 თვე
პრაქტიკული ნაწილი 9 თვე

თეორიული კურსი მოიცავს:

  • მასალათმცოდნეობა.
  • მოუხსნელი პროთეზირება: მეტალოკერამიკა, ცირკონოკერამიკა, პრეს კერამიკა, ,,ცერეკ“ ტექნოლოგია.
  • იმპლანტაცია: პირდაპირი და გადავადებული დატვირთვა.
  • მოსასხნელი პროთეზირება: სრული, ნაწილობრივი, მოსახსნელი პროთეზირება იმპლანტებზე.
  • სატექნიკო საქმე – ექიმის კომპეტენციები.

პრაქტიკული კურსი მოიცავს:

  • თეორიულ სწავლებასთან ერთად იმუშავებთ ექიმ-სტომატოლოგებთან ასისტენტად, რაც დამწყებ ექიმს აძლევს მეტი კლინიკური შემთხვევის ნახვის საშუალებას და გამოცდილებას.
  • პრაქტიკული ნაწილის დაწყებისას დამოუკიდებლად მიიღებთ პაციენტებს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
  • რეზიდენტურაში გამოიყენება იგივე, უმაღლესი ხარისხის მასალები და მკურნალობის სტანდარტები.
  • ყველა მასალითა და ინსტრუმენტით რეზიდენტს უზრუნველყოფს კლინიკა.
  • სასწავლო პროგრამა დატვირთულია დამატებითი მასალებით, მაგ: პრეზენტაციები, კურსები, ტრენინგები და ა.შ.

ორთოპედიული რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელია: ზაზა ნაკუდაშვილი - მედიცინის დოქტორი, ექიმი ორთოპედი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
032 222 15 16