უმტკივნეულო სტომატოლოგია, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, მაღალი ხარისხი, სისწრაფე და სიზუსტე — ეს „ბლიც დენტალი — კახაბერ ხარებავას კლინიკის“ მთავარი ღირებულებებია.
კახაბერ ხარებავა:
მე „ბლიც დენტალი — კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ხელმძღვანელი გახლავართ. ორთოპედიულ სტომატოლოგიაში ოცდაათწლიანი, ქირურგიულ სტომატოლოგიაში კი ჩვიდმეტწლიანი გამოცდილება მაქვს. ექვსი წელია, რაც „ბლიც დენტალი — კახაბერ ხარებავას კლინიკა“ დავაფუძნე, ხოლო ფიქრი მსგავსი ტიპის კლინიკის შექმნაზე თხუთმეტი წლის წინ დავიწყე, როცა ქალაქ კიევში, პროფესორ ზაბლოცკის კლინიკას ვსტუმრობდი.
ეტაპობრივად, საქართველოში გერმანული და ამერიკული კომპანიების — Vita-ს, Dentsply Sirona-ს და kettenbach-ის წარმომადგენელი გავხდი, რითაც საუკეთესო მასალებსა და ტექნოლოგიებზე პირდაპირი წვდომა მოვიპოვე. ამ გზით ხელმისაწვდომი გახდა, ისეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრებთან თანამშრომლობა, როგორიცაა Detsply Siron-სა და Vita-ს აკადემია.
კვალიფიციური გუნდის შექმნა ნებისმიერი სექტორის მთავარი გამოწვევაა. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, თუმცა, ამ ყველაფერს თავი კარგად გავართვი და მყავს გუნდი, რომლითაც ვამაყობ. თერაპიულ მიმართულებას ნათია კეთილაძე ხელმძღვანელობს, ქირურგიას — არჩილ ბიგვავა, ორთოპედიული მიმართულების ხელმძღვანელი კი თავად ვარ. რაც შეეხება სტომატოლოგიური კლინიკის ორ უმთავრეს რგოლს — გნათოლოგიას დავით დავითაძე, ხოლო სატექნიკო ლაბორატორიას, ე.წ „სამზარეულოს“, გრიშა სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
ჩვენი კლინიკის საიმედოობას, ინტერდისციპლინარული განხილვის შედეგად მიღებული სამკურნალო გეგმა განაპირობებს.
აქ ყველაფერი დიაგნოზით იწყება, რისთვისაც კლინიკაში 3D ტომოგრაფი — Orthophos SL 3D, Intraoral (Primescan) Scanner , ხელოვნური ინტელექტის სადიაგნოსტიკო პროგრამა — DiagnoCat, Microscope — ZEISS, LEICA, Calipso, პროგრამები — Sidex და Galileos სრულად ციფრული ტექნოლოგიები გამოიყენება. ციფრული დაგეგმარებით ვატარებთ რთულ ქირურგიულ მანიპულაციებსაც.
ჩვენთან შესაძლებელია კბილის ფორმის, კბილთა მწკრივის, ზომისა და მოყვანილობის შეცვლით, პაციენტის სახის კონტურები შევცვალოთ. ესთეტიკური მიმართულებით მუშაობისას ვიყენებთ ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, როგორებიც Intraoral (Primescan) Scanner, ჩარხები — Detsply Sirona – MC XL, MC X5 და პროგრამები — Inlab, Exocad-ია. გვაქვს საკუთარი სატექნიკო ლაბორატორია და ასევე ვთანამშრომლობთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან. ჩვენი პარტნიორი, კბილის სატექნიკო ლაბორატორია, Laboratorio Odontotecnico Zaramella-იაა, რომლის ხელმძღვანელი — Federico Zaramella ერთ ერთი საუკეთესო პროფესიონალია მსოფლიოს მასშტაბით, გარდა ამისა გერმანული კომპანია VITA-ს სატექნიკო სასწავლო აკადემიასთან. მჭიდრო კავშირი გვაქვს, მილანის უნივერსიტეტის, გნათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ alessandro nanussi-სთან. ეს ყველაფერი შესაძლებლობას გვაძლევს ნებისმიერი სიახლე, რაც ამ მიმართულებით ინერგება, შევისწავლოთ და შემდგომ ჩვენს პაციენტებსაც შევთავაზოთ.
მისამართი — ვერა, ქუჩიშვილის N11
ტელეფონის ნომერი – 032 2 22 15 16