ჩანართი

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

ჩანართი იგივე ფაიფურის ბჟენია, რომელიც დიდი ზომის ბჟენების ან კბილის ბუნებრივი ქსოვილების (კიდეების) მოტეხვის რისკის არსებობისას გამოიყენება. ბჟენისგან განსხვავებით, არ იცვლის ფერს, გაცილებით მტკიცედ ფიქსირდება ბუნებრივ ქსოვილებზე და ნაკლებად ექვემდებარება ცვეთას.

იმ შემთხვევაში როდესაც კბილი არის დაზიანებული, მაგრამ არა იმდენად, რომ გვირგვინი იქნეს გამოყენებული, კერამიკული ჩანართი არის იდეალური საშუალება კბილის ანატომიური ფორმისა და ვიზუალის აღსადგენად. კომპოზიტური ბჟენებისგან განსხვავებით, კერამიკული ჩანართი არის უფრო მდგრადი, მტკიცე, ინარჩუნებს ფერს და ფორმას წლების განმავლობაში.

ჩანართის ტიპები 

Inlay ჩანართი

  • ზომა: მცირე - ფარავს მხოლოდ დამუშავებული კბილის ცენტრალურ ნაწილს;
  • გამოყენება: კარიესის ისეთი შემთხვევა, როდესაც ღრუ არის ღრმა და მდებარეობს კბილის ცენტრალურ ნაწილში;
  • მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. Inlay ჩანართის გამოყენება უზრუნველყოფს ბუნებრივი კბილის ქსოვილის 60-70 პროცენტის შენარჩუნებას. 

Onlay ჩანართი:

  • ზომა: საშუალო, უფრო დიდი ვიდრე Inlay ჩანართი. onlay ფარავს დამუშავებული კბილის ცენტრალურ და  გვირგვინის გვერდითა კედლების ზოგიერთ ნაწილს;
  • გამოყენება: როდესაც პაციენტს აქვს მძიმე კარიესი, რომელიც ვრცელდება როგორც კბილის ცენტრალურ ნაწილზე, ასევე გვირგვინის კედლებზე. onlay ჩანართი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კბილის სტრუქტურა არის არაერთგვაროვანი და საჭიროებს რესტავრაციას;
  • მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. onlay ჩანართით პაციენტები ინარჩუნებენ ბუნებრივი კბილების 50-60%-ს.

Overlay ჩანართი:

  • ზომა: დიდი - აღემატება onlay და Inlay ჩანართებს და სრულად ფარავს კბილის გვირგვინის ზედა ნაწილს.
  • გამოყენება: overlay ჩანართი გამოიყენება ბუნებრივი კბილების ძლიერ დაზიანებული და არაერთგვაროვანი კორპუსის ჩასანაცვლებლად ისეთ შემთხვევებში, როდესაც კბილის ფესვები ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია.
  • მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. პაციენტი ინარჩუნებს ბუნებრივი კბილის ქსოვილის დაახლოებით 20-30 პროცენტს.

 

გაიგეთ მეტი ორთოპედია-ზე.

 

FAQ

რა არის კერამიკული ჩანართი და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი ბჟენისგან?
კერამიკული ჩანართი (Inlay/Onlay) არის ლაბორატორიულად ინდივიდუალურად დამზადებული კონსტრუქცია, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით აღადგენს დაზიანებულ კბილს, უზრუნველყოფს უკეთეს ჰერმეტიზაციას და მაღალი მექანიკური გამძლეობით გამოირჩევა, ხოლო ჩვეულებრივი ბჟენები ნაკლებად გამძლეა, ვიდრე კერამიკული ჩანართები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს არასწორი თანკბილვა ან ბრუქსიზმი აქვს, ასევე ბჟენი მარტივად იცვლის ფერს.
რა შემთხვევაში მზადდება კბილის ჩანართი და რატომ სჯობს ის სტანდარტულ ხელოვნურ გვირგვინს?
კბილის ჩანართი მზადდება ნაწილობრივი დაზიანების დროს და ანაცვლებს ბჟენს, ხოლო გვირგვინი გამოიყენება დიდი დაზიანებების დროს. ვერ შევადარებთ ერთმანეთს რადგან სხადასხვა დანიშნულება აქვს.
რა მასალისგან მზადდება ჩანართი და რამდენად ბუნებრივად ერწყმის კბილის ფერს?
ჩანართები მზადდება კერმიკული და ჰიბრიდული კერამიკის მასალისგან სრულად ერწყმის ბუნებრივ ფერს.
შესაძლებელია თუ არა ძველი, გაშავებული ბჟნის კერამიკული ჩანართით ჩანაცვლება?
დიახ შესაძლებელია, ძველი ბჟენის ჩანაცვლება კერამიკული ჩანართებით.
საჭიროა თუ არა კბილის ნერვის ამოღება ჩანართის დაყენებამდე?
არა, კბილის ნერვის ამოღება ანუ დეპულპაცია არ არის საჭირო.
მტკივნეულია თუ არა კბილის დამუშავება ჩანართისთვის და კეთდება თუ არა ანესთეზია?
კეთდება ადგილობრივი ანესთეზია და არის სრულად უმტკივნეულო პროცედურა.