ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა აცხადებს მიღებას თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე
08 იანვარი 2026
ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა იწყებს მიღებას თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდა ექიმებისთვის, ვინც ისწრაფვის მაღალი პროფესიული სტანდარტებისკენ და თანამედროვე სტომატოლოგიის სიღრმისეულად დაუფლებისკენ.
სარეზიდენტო პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და ინტენსიურ პრაქტიკულ მუშაობას, რაც რეზიდენტებს საშუალებას აძლევს რეალურ კლინიკურ გარემოში მიიღონ გამოცდილება, დაეუფლონ თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდებს და ჩამოიყალიბონ დამოუკიდებელი კლინიკური აზროვნება.
პროგრამის ფარგლებში მათ ელოდებათ:
-
თანამედროვე, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში მუშაობა;
-
გამოცდილი ექიმების მენტორობა და მუდმივი პროფესიული მხარდაჭერა;
-
პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება რეალურ პაციენტებთან;
-
პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაღრმავება;
პროგრამა მიზნად ისახავს კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე თერაპიული სტომატოლოგების მომზადებას, რომლებიც სრულად პასუხობენ თანამედროვე სტანდარტებს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ლინკზე: რეგისტრაცია