სტომატოლოგია ნარკოზით

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

სტომატოლოგია ნარკოზით

თანამედროვე სტომატოლოგიაში ნარკოზით მკურნალობა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და ეფექტური მეთოდია, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს სტომატოლოგიური პროცედურები ჩაიტარონ სრულიად უმტკივნეულოდ, სტრესის გარეშე. „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მუდმივად ნერგავს მსოფლიო სტომატოლოგიის უახლეს ტექნოლოგიებს საქართველოში და პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სტომატოლოგიურ მომსახურებას.

რა უპირატესობები აქვს ნარკოზით კბილების მკურნალობას?

მთავარი უპირატესობა არის სრული კომფორტი და ტკივილის არარსებობა. ნარკოზის პირობებში პაციენტი ღრმა მოდუნების მდგომარეობაში იმყოფება და არ გრძნობს პროცედურის მიმდინარეობას, რაც ექიმს საშუალებას აძლევს სწრაფად და ეფექტურად შეასრულოს მკურნალობა. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია რამდენიმე სტომატოლოგიური პრობლემის მოგვარება ერთ სესიაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის საერთო ხანგრძლივობას.

 

როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

სტომატოლოგია ნარკოზით ეტაპობრივად და მკაცრი სამედიცინო პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს, რათა პროცესი იყოს უსაფრთხო და კომფორტული.

  1. კონსულტაცია სტომატოლოგთან: ექიმი აფასებს პაციენტის პირისღრუს ზოგად ჯანმრთელობას.
  2. კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან: შემდეგ ინიშნება შესაბამისი წინასაოპერაციო ანალიზები და კონსულტაცია ანესთეზიოლოგთან.
  3. ოპერაცი: ანესთეზიოლოგი ატარებს ნარკოზს და პაციენტი გადადის მედიკამენტურ ძილში. ამის შემდეგ სტომატოლოგი ასრულებს დაგეგმილ მკურნალობას.
  4. პოსტოპერაციული პერიოდი: სრულად გამოფხიზლების შემდეგ, პაციენტი ჩვეულებრივ ტოვებს კლინიკას.

 

სტომატოლოგიური მანიპულაციები ნარკოზით

ნარკოზის გამოყენებით კლინიკაში ტარდება შემდეგი სტომატოლოგიური პროცედურები:

 

დენტალური იმპლანტაცია

იმპლანტაციის პროცესი მოიცავს დაკარგული კბილის ჩანაცვლებას სპეციალური ტიტანის კონსტრუქციით, რომელიც ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილს ჰგავს. იმპლანტაცია ნარკოზით განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ რამდენიმე იმპლანტის ერთდროულად ჩასმა ან სრული სტომატოლოგიური რეაბილიტაცია.

 

ვინირები და ესთეტიკური სტომატოლოგია

ნარკოზის პირობებში ექიმს აქვს შესაძლებლობა ზუსტად და ეფექტურად შეასრულოს ისეთი ესთეტიკური მანიპულაციები, როგორიცაა ვინირების დამზადება და ფიქსაცია, კბილების ფორმისა და ფერის კორექცია ან სრული ესთეტიკური რეაბილიტაცია. ეს მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც განიცდიან სტომატოლოგიური პროცედურების შიშს ან სურთ რამდენიმე ესთეტიკური პროცედურის ერთდროულად ჩატარება.

 

თერაპიული მკურნალობა ნარკოზით

კარიესის მკურნალობა, კბილის არხების მკურნალობა და სხვა სამკურნალო პროცედურები, შესაძლებელია ჩატარდეს ნარკოზის გამოყენებითაც. ეს მეთოდი პაციენტს აძლევს შესაძლებლობას მკურნალობა გაიაროს სრულიად უმტკივნეულოდ და სტრესის გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა რამდენიმე კბილის ერთდროულად მკურნალობა ან პაციენტს აქვს სტომატოლოგიური პროცედურების შიში. ნარკოზის პირობებში ექიმს შეუძლია მშვიდ გარემოში ზუსტად და ეფექტურად შეასრულოს ყველა აუცილებელი მანიპულაცია, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგს.

 

კბილის ექსტრაქცია ნარკოზით

კბილის ამოღება ნარკოზით განსაკუთრებით მოსახერხებელია რთული ან მტკივნეული ექსტრაქციის შემთხვევაში. მაგალითად, ხშირად პაციენტებს სჭირდებათ სიბრძნის კბილის ამოღება ნარკოზით, რადგან სიბრძნის კბილები ხშირად არასწორ პოზიციაში მდებარეობს. ნარკოზის გამოყენება ასეთ დროს ამცირებს დისკომფორტს და პროცედურას უფრო უსაფრთხოს და სწრაფს ხდის.

 

ბავშვთა სტომატოლოგია ნარკოზით

ბევრი მშობელს აინტერესებს შეიძლება თუ არა ბავშვთა სტომატოლოგია ნარკოზით შეიძლება თუ არა? ბავშვთა სტომატოლოგია ნარკოზით დასაშვებია და გარკვეულ შემთხვევებში რეკომენდებულიც კი.

ნარკოზის პირობებში პროცედურა ტარდება პედიატრიული ანესთეზიოლოგის კონტროლის ქვეშ, წინასწარი გამოკვლევებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ. მედიკამენტური ძილი საშუალებას აძლევს ექიმს მშვიდ გარემოში სრულად ჩაატაროს აუცილებელი მკურნალობა, ხოლო ბავშვს იცავს სტრესისა და ტკივილისგან.

ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ბავშვებზე ნარკოზით მკურნალობას ატარებს ექიმი ლია მანია. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მის მიერ ჩატარებული მანიპულაციები ბავშვებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მკურნალობის ხარისხსა და პროფესიონალიზმს.

 

სტომატოლოგიური მკურნალობა შშმ პირებისთვის

შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მკუნრალობა ნარკოზით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს კომუნიკაციის სირთულე, ძლიერი შიში, ჰიპერაქტიულობა ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ართულებს სტანდარტულ სტომატოლოგიურ ჩარევას.

პროცედურამდე აუცილებელია ჯანმრთელობის საერთო შეფასება, ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური, უსაფრთხო და კომფორტული.  

 

 

რა ღირს სტომატოლოგიური მომსახურება ნარკოზით?

ნარკოზით ჩატარებული სტომატოლოგიური მკურნალობის ფასი დამოკიდებულია პროცედურის სირთულეზე, მკურნალობის ხანგრძლივობაზე, საჭირო მანიპულაციებზე და ინდივიდუალურ კლინიკურ მდგომარეობაზე. სწორედ ამიტომ ზუსტი ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

ახლავს თუ არა გართულებები ნარკოზით მკურნალობას?

ნარკოზით სტომატოლოგიური მკურნალობა უსაფრთხო მეთოდად ითვლება. თანამედროვე ანესთეზიოლოგიური ტექნოლოგიების პირობებში გართულებები ძალიან იშვიათია. პროცედურის შემდეგ პაციენტს შესაძლოა მცირე დროით აღენიშნოს მსუბუქი დაღლილობა ან ძილიანობა, რაც ჩვეულებრივ მალევე ქრება. ექიმის რეკომენდაციების დაცვა კი უზრუნველყოფს სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას.

 

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან სტომატოლოგიურ ცენტრად მიიჩნევა. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ სწრაფი, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება ერთ სივრცეში. ნარკოზით სტომატოლოგიური მკურნალობა კლინიკაში საშუალებას გაძლევთ უმოკლეს დროში მოაგვაროთ პირის ღრუს სხვადასხვა პრობლემა და დაიბრუნოთ ჯანმრთელი, ბუნებრივი და ესთეტიკური ღიმილი.

 

სრული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბლოგში: სტომატოლოგია ნარკოზით - უსაფრთხო და კომფორტული მკურნალობა სტრესის გარეშე

 

 

კონტაქტი 

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები  გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.