სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
02 მარტი 2026
პირის ღრუს ჯანმრთელობა საერთო ზოგადი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მოსახლეობის დიდ ნაწილს სტომატოლოგთან ვიზიტი კვლავ შიშთან, სტრესთან და ნერვიულობასთან ასოცირდება. ამის გამო ბევრი ადამიანი აჭიანურებს მკურნალობას და თავს არიდებს სტომატოლოგიურ მანიპულაციებს.
ამ გამოწვევის თანამედროვე და ეფექტური გადაწყვეტაა სტომატოლოგია ნარკოზით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, ნებისმიერი სირთულის მანიპულაცია სრულიად უმტკივნეულოდ, მშვიდ გარემოში და ზედმეტი ემოციური დაძაბულობის გარეშე ჩატარდეს.
სტომატოლოგია ნარკოზით გულისხმობს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას ზოგადი ანესთეზიით..ტრადიციული ადგილობრივი ანესთეზიისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ უბანს აყუჩებს, ზოგადი ანესთეზია საშუალებას აძლევს პაციენტს სრულად მოდუნდეს და მძაფრი შეგრძნებების გარეშე ჩაიტაროს პროცედურა.
ნარკოზით კბილების გაკეთებას არაერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, პროცედურა ტარდება ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე. პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ ძილში და ვერ აღიქვამს მიმდინარე მანიპულაციებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ემოციურ დაძაბულობას და სრულიად აქრობს სტომატოლოგიურ შიშს.
მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობაა დროის ეკონომია. ნარკოზის პირობებში ექიმს შეუძლია ერთ ვიზიტში ჩაატაროს რამდენიმე პროცედურა, იქნება ეს კბილის ამოღება, იმპლანტაცია, პროთეზირება თუ სხვა კომპლექსური მკურნალობა. შედეგად მცირდება კლინიკაში ვიზიტების რაოდენობა.
ასევე, ნარკოზი განსაკუთრებით ეფექტურია რთული ქირურგიული ჩარევებისას, განსაკუთრებით ბავშვებში და შშმ პირებში, როდესაც გართულებულია ექიმთან კომუნიკაცია.
საბოლოოდ, ნარკოზით მკურნალობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს პაციენტისთვის და მშვიდ სამუშაო გარემოს ექიმისთვის, რაც დადებითად აისახება მკურნალობის ხარისხსა და შედეგზე.
სტომატოლოგია ნარკოზით ეტაპობრივად და მკაცრი სამედიცინო პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს, რათა პროცესი იყოს უსაფრთხო და კომფორტული.
სწორი დაგეგმვისა და პროფესიონალური გუნდის პირობებში პროცესი არის უსაფრთხო, კონტროლირებადი და მაქსიმალურად კომფორტული პაციენტისთვის.
ნარკოზის ქვეშ შესაძლებელია განხორციელდეს როგორც თერაპიული ისე ქირურგიული პროცედურების ჩატარებას: კბილის ექსტრაქცია, იმპლანტაცია, პროთეზირება, ღრძილების მკურნალობა თერაპია და სხვა პროცედურები.
პროცედურების დასრულების შემდეგ პაციენტი რჩება მეთვალყურეობის ქვეშ სრულ გამოფხიზლებამდე და იღებს შესაბამის რეკომენდაციებს რეაბილიტაციისთვის.
შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური მკუნრალობა ნარკოზით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აქვს კომუნიკაციის სირთულე, ძლიერი შიში, ჰიპერაქტიულობა ან ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ართულებს სტანდარტულ სტომატოლოგიურ ჩარევას.
ზოგადი ანესთეზია ტარდება ანესთეზიოლოგის მკაცრი კონტროლისა და მუდმივი მონიტორინგის პირობებში, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას - პაციენტი იმყოფება ძილში, არ გრძნობს ტკივილს და არ განიცდის სტრესს. ეს საშუალებას გვაძლევს ერთ სესიაში ჩატარდეს რამდენიმე საჭიროა მანიპულაცია, რაც ამცირებს ვიზიტების რაოდენობას და ემოციურ დატვირთვას როგორც პაციენტისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის.
პროცედურამდე აუცილებელია ჯანმრთელობის საერთო შეფასება, ანესთეზიოლოგთან კონსულტაცია და შესაბამისი კვლევები, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური, უსაფრთხო და კომფორტული.
ბავშვთა სტომატოლოგია ნარკოზით დასაშვებია და გარკვეულ შემთხვევებში რეკომენდებულიც კი. ეს მეთოდი გამოიყენება, როდესაც ბავშვი პატარა ასაკისაა, აქვს ძლიერი შიში ან საჭიროებს ერთდროულად ფართომასშტაბიან მკურნალობას.
ნარკოზის პირობებში პროცედურა ტარდება პედიატრიული ანესთეზიოლოგის კონტროლის ქვეშ, წინასწარი გამოკვლევებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ. მედიკამენტური ძილი საშუალებას აძლევს ექიმს მშვიდ გარემოში სრულად ჩაატაროს აუცილებელი მკურნალობა, ხოლო ბავშვს იცავს სტრესისა და ტკივილისგან.
ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკაში ბავშვებზე ნარკოზით მკურნალობას ატარებს ექიმი ლია მანია. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მის მიერ ჩატარებული მანიპულაციები ბავშვებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მკურნალობის ხარისხსა და პროფესიონალიზმს.
სტომატოლოგიური მომსახურების ფასი ნარკოზით ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია პროცედურის ტიპზე , მკურნალობის სირთულესა და ხანგრძლივობაზე, ასევე ნარკოზის დროისა და ანესთეზიოლოგიური გუნდის ჩართულობაზე. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ნარკოზის, სტაციონარის, პაციენტის მონიტორინგის და თავად სტომატოლოგიური მანიპულაციის ხარჯები.
აქედან გამომდინარე, ზუსტი ფასი დგინდება პირველადი კონსულტაციისა და დიაგნოსტიკის შემდეგ, როდესაც ექიმი შეადგენს სრულ სამკურნალო გეგმას და პროცედურების მოცულობას.
კონტაქტი
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.
სტომატოლოგია ნარკოზით თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს ჩაიტაროს რთული თუ ხანგრძლივი პროცედურები სრულ კომფორტში, ტკივილისა და შიშის გარეშე.
დენტალური ხიდით ადენტიის (უკბილობის) მკურნალობა ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური მეთოდია. დენტალური ხიდი საშუალებას იძლევა აღდგეს როგორც ღეჭვის ფუნქცია, ისე ღიმილის ესთეტიკა. იგი წარმოადგენს ფიქსირებულ კონსტრუქციას, რომელიც ეყრდნობა ჯანმრთელ კბილებს და ავსებს დაკარგული კბილის სივრცეს. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის კბილის ხიდი, როგორი ტიპები არსებობს და როგორ მიმდინარეობს მისი ჩასმის პროცესი.
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
ფეხმძიმობის პერიოდში ჰორმონალური ცვლილებები ხშირად იწვევს ღრძილების ანთებას, სისხლდენას, მინანქრის დაზიანებასა და კარიესის რისკის ზრდას. სწორედ ამიტომ, ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუს ჰიგიენას და პროფილაქტიკურ ვიზიტებს სტომატოლოგთან.
გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომელიც საფუძვლად უდევს ნებისმიერი კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებას
კბილის დაკარგვა, ანუ ადენტია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ ღიმილის ვიზუალზე, არამედ პირის ღრუს ფუნქციურ ჯანმრთელობაზეც.
დენტალური ვინირები სხვადასხვა მასალისგან მზადდება, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება კერამიკული (ფაიფურის) ვინირები
თანამედროვე ესთეტიკური და ფუნქციური სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება და ეძებს ისეთ მასალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აღდგენილი კბილების მაქსიმალურ სიმტკიცეს
პირველი სარძევე კბილების ამოჭრა ბავშვისა და მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად ხაზს უსვამს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას.
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი მუდმივი კბილი ამოიჭრება.
ღიმილი ადამიანის ვიზუალური იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ის გადმოსცემს თავდაჯერებულობასა და კეთილგანწყობას.
ორთოდონტიული მკურნალობა დიდი ხანია გასცდა ტრადიციული მეტალის ბრეკეტების ფარგლებს.
იმპლანტაცია არის დაკარგული კბილების აღდგენის საუკეთესო მეთოდი. თუმცა, იმისთვის, რომ იმპლანტაცია წარმატებული იყოს, აუცილებელია, ყბის ძვალს ჰქონდეს საკმარისი მოცულობა და სიმკვრივე
კბილის იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო ქირურგიული ჩარევაა დაკარგული კბილების აღსადგენად.
პირველადი ენდოდონტიური მკურნალობა, ანუ კბილის არხების მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში წარმატებით სრულდება და კბილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
კბილის არხების მკურნალობა, ანუ ენდოდონტიური თერაპია, სტომატოლოგიური პროცედურების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული და ხშირად არასწორად გაგებული საკითხია.
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც კბილის მაგარი ქსოვილების დაზიანებას გულისხმობს.
თანამედროვე სტომატოლოგია მუდმივად ვითარდება, გვთავაზობს ახალ და გაუმჯობესებულ მეთოდებს სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად