ღიმილის უსაფრთხო გზა: რატომ და როდის უნდა მივმართოთ იმპლანტაციას?
27 ნოემბერი 2025
დაკარგული კბილები აღარ არის პრობლემა! კბილის იმპლანტაცია საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და მყარი გზაა დაკარგული კბილების აღსადგენად. იმპლანტი და მასზე განთავსებული გვირგვინი ფუნქციურად და ესთეტიკურად ბუნებრივ კბილებს ყველაზე მეტად ჰგავს, რაც საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ სრულფასოვანი ღიმილი და თავდაჯერებულობა.
რა არის კბილის იმპლანტი და როდის არის ის საჭირო?
კბილის იმპლანტი არის ტიტანის ფესვის ფორმის კონსტრუქცია, რომელიც ქირურგიულად თავსდება ყბის ძვალში, სადაც ის ერწყმის ძვალს (ოსტეოინტეგრაცია).
იმპლანტაცია საჭიროა:
- ერთი ან რამდენიმე კბილის დაკარგვის შემთხვევაში: იმპლანტი არის საუკეთესო საშუალება დაკარგული კბილის/კბილების აღსადგენად, რაც ბუნებრივად აღადგენს ფუნქციას და ესთეტიკას.
- ყბის ძვლის შესანარჩუნებლად: როდესაც კბილი აკლია, ყბის ძვალი იწყებს განლევას (ატროფიას). იმპლანტი ასტიმულირებს ძვალს და აჩერებს ამ პროცესს
როგორ მიმდინარეობს იმპლანტაციის პროცედურა?
იმპლანტაციის პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- კონსულტაცია და დაგეგმვა: ქირურგ-იმპლანტოლოგი ატარებს დეტალურ გამოკვლევას, მათ შორის კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), რათა შეაფასოს ყბის ძვლის მდგომარეობა და მოამზადოს ინდივიდუალური გეგმა. საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ძვლის ან რბილი ქსოვილის აღდგენის პროცედურები (მაგ., სინუს-ლიფტინგი).
- იმპლანტის განთავსება: ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, ქირურგი ათავსებს ტიტანის იმპლანტს ყბის ძვალში. ეს ეტაპი სწრაფი და უმტკივნეულოა.
- შეხორცების პერიოდი (ოსტეოინტეგრაცია): იმპლანტი ძვალთან უნდა შეხორცდეს, რაც ჩვეულებრივ 3-დან 6 თვემდე გრძელდება.
- აბატმენტის დაყენება: იმპლანტზე მაგრდება მაკავშირებელი ელემენტი, რომელსაც აბატმენტი ეწოდება.
- ხელოვნური კბილის (გვირგვინის) დამაგრება: ორთოპედი იღებს ანაბეჭდს და მზადდება ინდივიდუალური გვირგვინი, რომელიც საბოლოოდ მაგრდება აბატმენტზე.
როგორ ავირჩიოთ იმპლანტი კბილისთვის?
იმპლანტის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
მწარმოებელი და ბრენდი: უპირატესობა მიანიჭეთ მსოფლიოში აღიარებულ და კარგად შემოწმებულ ბრენდებს, რომლებიც გვთავაზობენ მაღალი ხარისხის ტიტანისგან დამზადებულ იმპლანტებს და შედეგები გამყარებული მრავალწლიანი კვლევებით.
მასალა: არსებობს კერამიკული და სამედიცინო ტიტანისგან დამზადებული იმპლანტები. იმპლანტების უმეტესობა დამზადებულია სამედიცინო სპეციალურად დამუშავებული ტიტანისგან, რომელიც არის ბიოთავსებადი და თითქმის არ იწვევს ალერგიულ რეაქციას ორგანიზმში.
გაითვალისწინეთ:
იმპლანტის არჩევანი ყოველთვის უნდა მოხდეს სტომატოლოგის რეკომენდაციით, თქვენი ინდივიდუალური კლინიკური შემთხვევისა და საჭიროებების გაითვალისწინებით
კონტაქტი
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: პროცედურების ფასები
იმპლანტაციის ფასებისა და სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 32 222 15 16
ჩაეწერე საუკეთესო იმპლანტოლოგთან და გაიღიმე თავდაჯერებულად!