რისთვის გამოიყენება სტომატოლოგიური ხიდები?
08 ნოემბერი 2022
სტომატოლოგიური ხიდი ეს არის მოუხსნელი კონსტრუქცია, რომლის გამოყენებითაც ხდება კბილის დაკარგვის შემდგომ წარმოქმნილი ცარიელი სივრცის შევსება.
დაკარგული კბილის ადგილზე ხელოვნური კბილის ჩასმის მრავალი თანამედროვე მეთოდი არსებობს. ადენტიის (იგივე უკბილობა) მკურნალობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნურმა ჩანართმა (მოუხსნელი კონსტრუქცია) გაიმეოროს ბუნებრივი კბილის აგებულება და ამასთან ერთად, აღადგინოს ბუნებრივი კბილის ფუნქცია და ესთეტიკა.
ტრადიციული სტომატოლოგიური ხიდები - ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს დაკარგული კბილის მეზობლად მდებარე კბილები (როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ) ჯანსაღი აქვს. ტრადიციული სტომატოლოგიური ხიდები არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოუხსნელი კონსტრუქციის ტიპი.
კონსოლური სტომატოლოგიური ხიდები - კონსოლური ხიდები ტრადიციული სტომატოლოგიური ხიდებისაგან არსებითად არ განსხვავდება. ამ ტიპის ხიდებისთვის საკმარისია დაკარგული კბილის მეზობლად ერთი ჯანსაღი კბილის არსებობაც კი. თუ პროთეზირების არეში არის ჯანსაღი კბილი (მარჯვნივ ან მარცხნივ) პაციენტისათვის ყველაზე ოპტიმალური შეიძლება კონსოლური დენტალური ხიდი იყოს.
მერილენდის ხიდები იგივე „ადჰეზიური ხიდი“ - ესთეტიკურ სტომატოლოგიაში საკმაოდ ფართოდა გავრცელებული მეთოდია. ადგეზიური ხიდი გამძლეა და დიდ დატვირთვას უძლებს. ამასთან ერთად, ის არა მარტო ესთეტიკური თვალსაზრისით აუმჯობესებს პირის ღრუს, არამედ ნაწილობრივ ასრულებს საღეჭ ფუნქციასაც. ადგეზიური ხიდის რესტავრანტი უახლესი მეცნიერული აღმოჩენების შედეგად მიღებული მასალებისგანაა დამზადებული. თავად კონსტრუქციის ფიქსაცია კი ხდება დაკარგული კბილის მეზობლად მდებარე კბილებზე. ტრადიციული დენტალური ხიდისაგან განსხვავებით, მერილენდის ხიდის ფიქსაციის დროს არ არის აუცილებელი გვერდით მდებარე ჯანსაღი კბილების გაქლიბვა, რაც თავის მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ კბილის ემალის საფარი და მისი ნერვის სიცოცხლისუნარიანობა.
მერილენდის ხიდები ძირითადად გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს აქვს 1 ნაკლული კბილი. კლინიკური შემთხვევების უმრავლესობისას ხდება წინა კბილების (იგივე ფრონტალური კბილები) ან პატარა საღეჭი კბილების (იგივე პრემოლარების) არეში რესტავრანტის ფიქსაცია.
რა უპირატესობა აქვს დენტალურ ხიდებს?
თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებლობას გვაძლევს რაც შეიძლება მარტივად და პაციენტისათვის კომფორტულად (პრაქტიკულად უმტკივნეულოდ) აღვადგინოთ დაკარგული კბილი ან ჩავანაცვლოთ იგი ჩანართით.
კბილის პროთეზირების მხრივ, „ბლიც დენტალი -კახაბერ ხარებავას კლინიკა“ (ვერა, ქუჩიშვილის 11) არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით, ერთ-ერთ მოწინავეა კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა და ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებით.ბაზარზე არსებულ სხვა ალტერნატივებთან შედარებით ჩვენი სტომატოლოგიური კლინიკა ტექნოლოგიური უპირატესობით სარგებლობს.
დენტალური ხიდების უპირატესობა მათი ხელმისაწვდომობა და დაყენების უმტკივნეულო პროცესია. სტომატოლოგიური ხიდების დაყენება ნაკლებად ინვაზიური მეთოდია და არ საჭიროებს ყბის ძვალზე მანიპულაციების ჩატარებას. რაც შეეხება უშუალოდ ადგეზიური იგივე მერილენდის ხიდის უპირატესობებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ მერილენდის ხიდით პრითეზირება ითვლება უკონტაქტო პროთეზირების მეთოდად. ამ დროს არ ზიანდება პირის ღრუს რბილი ქსოვილები და პაციენტი თავიდან ირიდებს ღრძილების ტრამვირებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგეზიური იგივე მერილენდის ხიდები არ საჭიროებს დროებით გვირგვინებს და იმეორებს ბუნებრივი კბილის ფერსა და ფორმას. ერთი შეხედვით, შეუძლებელია ადგეზიური ხიდისა და ბუნებრივი კბილის ერთმანეთისაგან გარჩევა. დაკარგული კბილის ჩანაცვლების სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ადგეზიური იგივე მერილენდის ხიდები საკმაოდ ბიუჯეტურია. სწორედ ეს განაპირობებს მათ პოპულარობას პაციენტებში. ასევე მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ მერილენდის ხიდი განმეორებითი პროთეზირების საშუალებასაც გვაძლევს - ჩანართის განახლება ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.
“ბლიც დენტალი -კახაბერ ხარებავას კლინიკის” გამოცდილი და კვალიფიციური ექიმები დაგეხმარებიან შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და მოკლე დროში დაიბრუნოთ მიმზიდველი და ჯანსაღი ღიმილი.ხარაბავას კლინიკა არის საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა.
ჩვენს კლინიკაში, თქვენ გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, რაც შეიძლება სწრაფად, თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური მეთოდით უმკურნალოთ ადენტიას. შეგიძლია ნახო სტომატოლოგიური კლნიკა ფასები.
სტომატოლოგიური განვადების პირობებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 22 15 16.
შეიძლება დაგაინტერესოთ: