ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
ორთოდონტია წარმოადგენს კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ და რეკომენდებულ გზას. ორთოდონტიული მკურნალობისათვის გამოიყენება, როგორც მოუხსნელი, ასევე მოსახსნელი კონსტრუქციები. მოსახსნელ კონსტრუქციებს განეკუთვნება ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციებს – ბრეკეტები, რომლებიც შესაძლოა იყოს მეტალის, კერამიკული, თვითლიგირებადი ან ლინგვალური.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ამავდროულად, ხელმისაწვდომი კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე, არის მტკიცე და საიმედო ფიქსაციის.
მისი უპირატესობა ესთეტიკური მხარეა, განსხვავებით მეტალის ბრეკეტისგან, ის იმეორებს კბილის ფერს და არის ნაკლებად შესამჩნევი.
ფიქსაცია კბილის შიდა ზედაპირზე ხდება და გამოიყენება შედარებით მსუბუქი შემთხვევის დროს.
ვესტიბულური ფიქსაციის დროს მკურნალობა ხდება სუსტად მოქმედი ძალებით.
პაციენტი კორექციას საჭიროებს 6-7 კვირაში ერთხელ, გამარტივებულია ჰიგიენა, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება დაახლოებით 4 თვით.
ბრეკეტების გარდა, ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია ინდივიდუალური კაპებით – ელაინერებით. კაპებით მკურნალობის უპირატესობა არის ის, რომ ვიზუალურად არ ჩანს, საჭიროებისამებრ შესაძლებელია მისი მოხსნა და ამავდროულად კომფორტული კონსტრუქციაა. მისი მკურნალობის პერიოდი არ საჭიროებს ექიმთან რეგულარულ ვიზიტს და ჰიგიენაც ძალზედ გამარტივებულია.
სწრაფი შედეგის მისაღწევად აუცილებელია მისი ტარება ყოველდღიურად, 24 საათი, მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღებისას და კბილების ჰიგიენის დაცვის დროს. თითოეული კაპა იცვლება 2 კვირაში ერთხელ, მკურნალობის პერიოდი გრძელდება 1-დან 2 წლამდე. რთულ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბრეკეტების გარეშე მკურნალობა მიზანშეწონილია კომბინირებული მეთოდი.
ორთოდონტიული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სირთულეზე, იწყება 6 თვიდან და გრძელდება 2 წლამდე.
ბრეკეტებით მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ კონსულტაციაზე