პაროდონტოლოგია

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც იკვლევს პირის ღრუს იმ ქსოვილების დაავადებებს, რომლებიც უზრუნველოფენ კბილის ფიქსაციას ყბის ძვალში. ეს ქსოვილებია: ღრძილი, პერიოდონტალური იოგი, ალვეოლური ძვალი და დუღაბი.  

ჩვენს საუკუნეში, ღიმილის ესთეტიკა წარმოუდგენელია ვარდისფერი ლამაზი ღრძილის გარეშე, ამიტომაც ეს დარგი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანია.

პაროდონტოლოგიური მკურნალობისას უპირველესად ხდება დაავადების გამოვლენა და დიაგნოსტიკა: 

  • ანამნეზის შეკრება
  • პაროდონტული რუქის შევსება
  • ორალური ფოტოგრაფირება
  • კომპიუტერული ტომოგრაფია

ყველა ამ მონაცემის შეჯამებით ხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შემდგომ ინდივიდუალურად პაციენტისთვის მკურნალობის გეგმის შედგენა.

მკურნალობის ხანგრძლივობა და მეთოდები დამოკიდებულია დიაგნოზზე. პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთადერთი დარგია, როცა პაციენტის გამოჯამრთელება დამოკიდებულია არა მარტო კვალიფიციურ ექიმზე და კლინიკის აპარატურულ უზრუნველყოფაზე, არამედ 50% - პაციენტის მოტივაციაზე, მის განმეორებით მომართვიანობაზე, რომელსაც ექიმი შეუდგენს. 

პაროდონტოლოგიური მკურნალობა მოიცავს უპირველესად კბილ-ღრძილოვან მიდამოში არსებული ბაქტერიული ბიოაპკის, რბილი და მაგარი ნადების ელიმინაციას მექანიკურად, რაც ხორციელდება სპეციალური აპარატის მეშვეობით და მას ფესვის სქეილინგი და ინსტრუმენტირება ეწოდება. რთული დიაგნოზების შემთხვევაში გამოიყენება დამატებითი მკურნალობის მეთოდები:

  • ანტიბაქტერიული მედიკამენტების გამოყენება ადგილობრივად და პერორალურად
  • ფოტოდინამიური ლაზეროთერაპია, დიოდური ლაზეროთერაპია
  • კბილების მობილურობისას მათი შინირება სხვადასხვა მეთოდებით

პაროდონტიტის მძიმე და პროგრესული მიმდინარეობისას საჭირო ხდება პაციენტის რეაბილიტაცია სტომატოლოგიის ყველა განხრის ერთდროული ჩართულობით, მხოლოდ პაროდონტოლოგიური მკურნალბა არ არის საკმარისი.