გნათოლოგია

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

გნათოლოგია 21-ე საუკუნის სტომატოლოგიის ერთ-ერთ მთავარი დარგია, რომელსაც სტომატოლოგიური მკურნალობის დაგეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია და შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემას.

გნათოლოგიური მკურნალობის მთავარი მიზანია სახის ქვედა მესამედის ასიმეტრიის გასწორება,  ქვედა ყბის და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე თავების ცენტრირება, თანკბილვის ნორმალიზება. 

გნათოლოგიური პაციენტების ძირითადი ჩივილებია:

  • ტკივილი საფეთქელ-ქვედა ყბის მიდამოში
  • ღეჭვაში მონაწილე კუნთების დაჭიმულობა
  • ტკაცუნი სახსარში
  • პირის გაღების ან დახურვის შეზღუდვა
  • ყურების შეგუბება და შუილი
  • სახის ქვედა მესამედის ასიმეტრია (ესთეტიური დისკომფორტი)
  • კბილების ცვეთა (ბრუქსიზმი)

მკურნალობა ხდება სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით, რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე და გრძელდება 4-დან 6-თვემდე. არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა, ორთოდონტიულმა ან თერაპიულმა მკურნალობამ, შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში. გნათოლოგია კი ამ პრობლემებს მოგიგვარებთ.

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა აღჭურვილია უახლესი 3D კომპიუტერული ტომოგრაფიით, რომელიც წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მმ-ში. ადრეული დიაგნოსტიკა, საუკეთესო გნათოლოგი და უახლესი ტექნოლოგია ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.