Disable Preloader

ორთოდონტია

ორთოდონტია წარმოადგენს კბილების არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ და რეკომენდებულ გზას (ხშირად ამ მიზნით ვინირებსაც მიმართავენ). იმის გათვალისწინებით, რომ თანკბილვა და კბილთა შეთანასონების დარღვევა სახის ნაკვთებზე, გამომეტყველებასა და ტანადობაზეც კი აისახება, საუკეთესო ესთეტიკური ეფექტის მიღება მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობის დახმარებითაა შესაძლებელი. სხვადასხვა სახის ბრეკეტ-სისტემების საშუალებით კი შედეგის მიღწევა ოპტიმალურ დროშია შესაძლებელი.

დღეს ვისაუბრებთ ბრეკეტებზე. კბილთა მწკრივის გასწორება სხვადასხვა ტიპის ბრეკეტით არის შესაძლებელი: მეტალის, კერამიკული, საფირის, ფითლიგამენტური, დემონ სისტემით. დაბალი ფასიდან გამომდინარე თინეიჯერებში პოპულარულია მეტალის ბრეკეტები, გარდა ამისა ამ ასაკში სურთ რომ ბრეკეტი შესამჩნევი იყოს. თანამედროვე ორთოდონტიაში სიახლეა ბრეკეტის ჩანაცვლება ქლეარ ლაინერსის სისტემით. ეს არის სიახლე მსოფლიოში მაგრამ საქართველოში რამდენიმე წელია რაც დაინერგა. მისი უპირატესობებია, სმაილ დიზაინის საშუალებით შესაძლებელია პაციენტს ვაჩვენოთ მისი ფინალური შედეგი, რაც მთავარია ის სრულიად უხილავია გარშემომყოფებისთვის, პაციენტს ვიზუალურად არ ეტყობა რომ ის კბილებს ისწორებს. პაციენტი ექიმის ჩარევის გარეშე ორი კვირის ინტერვალით იცვლის კაპას რაც არ უშლის ხელს მის მოგზაურობას ან ქვეყნის დატოვებას. პაციენტს შეუძლია კვების დროს მოიხსნას კაპა და ამის გამო მას განსხვავებით ბრეკეტებისგან კვებითი შეზღუდვები არ აქვს. პაციენტს თავისუფლად და მარტივად შეუძლია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა.