Disable Preloader

პაროდონტოლოგია

      პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც იკვლევს პირის ღრუს იმ ქსოვილების დაავადებებს, რომლებიც უზრუნველოფენ კბილის ფიქსაციას ყბის ძვალში. ეს ქსოვილებია: ღრძილი, პერიოდონტალური იოგი, ალვეოლური ძვალი და დუღაბი.  

     ჩვენს საუკუნეში ,ღიმილის ესთეტიკა წარმოუდგენელია ვარდისფერი ლამაზი ღრძლის გარეშე, ამიტომაც ეს დარგი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანია.

პაროდონტოლოგიური მკურნალობისას უპირველესად ხდება დაავადების გამოვლენა და დიაგნოსტიკა. 

  • ანამნეზის შეკრება
  • პაროდონტული რუქის შევსება
  • ორალური ფოტოგრაფირება
  • კომპიუტერული ტომოგრაფია

 

    ყველა ამ მონაცემის შეჯამებით ხდება სწორი დიაგნოზის დასმა და შემდგომ ინდივიდუალურად პაციენტისთვის მკურნალობის გეგმის შედგენა .

          მკურნალობის ხანგრძლივობა და მეთოდები დამოკიდებულია დიაგნოზზე. პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთადერთი დარგია ,როცა პაციენტის გამოჯამრთელება დამოკიდებულია არა მარტო კვალიფიციურ ექიმზე და კლინიკის აპარატურულ უზრუნველყოფაზე, არამედ 50%  პაციენტის მოტივაციაზე, მის განმეორებით მომართვიანობაზე, რომელსაც ექიმი შეუდგენს. 

    პაროდონტოლოგიური მკურნალობა მოიცავს უპირველესად კბილ-ღრძილოვან მიდამოში არსებული ბაქტერიული ბიოაპკის,  რბილი და მაგარი ნადების ელიმინაციას მექანიკურად , რაც ხორციელდება სპეციალური აპარატის მეშვეობით და მას ფესვის სქეილინგი და ინსტრუმენტირება ეწოდება. რთული  დიაგნოზების შემთხვევაში გამოიყენება დამატებითი მკურნალობის მეთოდები:

  • ანტიბაქტერიული მედიკამენტების გამოყენება ადგილობრივად და პერორალურად
  • ფოტოდინამიური ლაზეროთერაპია, დიოდური ლაზეროთერაპია
  • კბილების მობილურობისას მათი შინირება სხვადასხვა მეთოდებით

 

          პაროდონტიტის მძიმე და პროგრესული მიმდინარეობისას საჭირო ხდება პაციენტის რეაბილიტაცია სტომატოლოგიის ყველა განხრის ერთდროული ჩართულობით, მხოლოდ პაროდონტოლოგიური მკურნალბა არ არის საკმარისი.