Disable Preloader

იმპლანტოლოგია

დენტალური იმპლანტაცია

 ქართულ რეალობაში ბევრ ადამიანს აქვს ადენტია ან, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, არ აქვს კბილი ან კბილები. თანამედროვე მედიცინა ბუნებრივი კბილების ჩანაცვლების ბევრ ხერხს გვთავაზობს, თუმცა მედიცინის მკვლევარები ამ მეთოდებიდან ყველაზე ეფექტურად დენტალურ იმპლანტაციას მიიჩნევენ. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით ამ დროს მეზობელი კბილები რჩება ინტაქტური (დაუზიანებელი). 

   დენტალური იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, რომელიც დამზადებულია ბიოშეთავსებადი მასალით. იმპლანტი თავსდება ყბის ძვალში ხელოვნური გვირგვინის (კბილის) ან ხიდის დასაფიქსირებლად. კბილის ან კბილების დაკარგვის შემდეგ დენტალური იმპლანტი არის იდეალური გამოსავალი კბილთა მწკრივის დეფექტის აღსადგენად. იგი იდეალურად ერწყმის ყბის ძვალს და  საშუალებას გვაძლევს სრულად აღვადგინოთ ფუნქცია და ესთეტიკა. იმპლანტების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სრული ადენტიის (უკბილობის) დროს საჭიროა 32 იმპლანტი. მათი რიცხვი დამოკიდებულია კლინიკურ შემთხვევაზე. 

   კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიურ კლინიკაში იმპლანტაციური მკურნალობის დაგეგმარება ხდება ციფრული ტექნოლოგიების და ქირურგიული შაბლონების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს დენტალური იმპლანტების ზუსტ განთავსებას და შემდგომში საშუალება გვეძლევა მივიღოთ პროგნოზირებადი შედეგები ორთოპედიული მკურნალობისას.

   ჩვენს კლინიკაში გთავაზობთ მსოფლიოში წამყვანი იმპლანტაციის სისტემებს, ვთანამშრომლობთ საუკეთესო იმპლანტის მწარმოებლებთან , როგორებიც არიან : Mis Samen, Astra Tech- dentsply Sirona, Straumann, Bredent და სხვა სისტემები.



რა არის დენტალური იმპლანტაცია?

დენტალური იმპლანტაცია არის ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტის ყბის ძვალში სტომატოლოგი დენტალურ იმპლანტს ნერგავს. ოპერაციის დროს შესაძლებელია როგორც ადგილობრივი ისე ზოგადი ანესთეზია.

 

რა არის დენტალური იმპლანტი?

დენტალური იმპლანტი არის ხელოვნური ფესვი, რომელიც დამზადებულია ბიოშეთავსებადი მასალით. იმპლანტი თავსდება ყბის ძვალში ხელოვნური გვირგვინის (კბილის) ან ხიდის დასაფიქსირებლად. კბილის ან კბილების დაკარგვის შემდეგ დენტალური იმპლანტი არის იდეალური გამოსავალი კბილთა მწკრივის დეფექტის აღსადგენად. იგი იდეალურად ერწყმის ყბის ძვალს და  საშუალებას გვაძლევს სრულად აღვადგინოთ ფუნქცია და ესთეტიკა. იმპლანტების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სრული ადენტიის (უკბილობის) დროს საჭიროა 32 იმპლანტი. მათი რიცხვი დამოკიდებულია კლინიკურ შემთხვევაზე.

 

კონსულტაციის შემდეგ ექიმი კომპიუტერული პროგრამისა და პაციენტის ტომოგრამის დახმარებით ქმნის სამგანზომილებიან მოდელს და ატარებს ოპერაციის სიმულაციას. ამ დროს ექიმს საშუალება აქვს კომპიუტერული პროგრამის დახმარებით განსაზღვროს თითოეული იმპლანტის იდეალური ზომა და პოზიცია. პროგრამიდან მიღებული ინფორმაციით სპეციალური სამგანზომილებიანი პრინტერი ბეჭდავს პაციენტზე მორგებულ შაბლონს და მისი დახმარებით ვსვამთ იმპლანტს პირის ღრუში ოპერაციის დროს.