Disable Preloader

გნათოლოგია

 სტომატოლოგია წარმოადგენს სამედიცინო სფეროს განსაკუთრებულ დარგს,რომელიც აუცილებელია თოთოეული პაციენტისათვის როგორც ფუნქციური ასევე ესთეტიური თვალსაზრისით. სტომატოლოგიის განვითარებასთან ერთად ასევე ფართოვდება მის მიმართ წაყენებული მოთხოვნები,რათა მოხდეს პაციენტის ეტაპობრივი და სრულფასოვანი მკურნალობა.  

       მკურნალობის დაგეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია გნათოლოგიას.

     გნათოლოგია შეისწავლის ყბა-კბილთა სისტემის მორფოფუნქციურ ურთიერთკავშირს ნორმასა და სხვადასხვა პათოლოგიის დროს. 

   არასწორად ჩატარებულმა ორთოპედიულმა,ორთოდონტიულმა ან თერაპიულმა მკურნალობამ შეიძლება წარმოშვას რიგი პრობლემები საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მიდამოში, როგორიცაა : ტკივილი,ტკაცუნი ,დაჭიმულობა,პირის გაღების შეზღუდვა,შუილი ყურებში.  

       გნათოლოგიური მკურნალობის მთავარი მიზანია სახის ქვედა მესამედის ასიმეტრიის გასწორება,ქვედა ყბის და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის სასახსრე თავების ცენტრირება,თანკბილვის ნორმალიზება.  მკურნალობა მოიცავს 4 დან 6 თვეს, სპეციალური გამჭვირვალე კაპების მეშვეობით,რომელიც თავსდება ქვედა ყბის კბილებზე.

      კახაბერ ხარებავას კლინიკა აღჭურვილია უახლესი 3D კომპიუტერული ტომოგრაფიით,რომელიც წარმოადგენს გნათოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას. მისი მეშვეობით ხდება ორივე სახსრის დეტალური განხილვა მმ-ში.  

    სრულფასოვანი დიაგნოსტიკა,მკურნალობის დაგეგმარება და მაქსიმალური ხარისხით შესრულებული სტომატოლოგიური მანიპულაცია ,როგორც გნათოლოგიური ასევე სხვა, ჯანსაღი ღიმილის საწინდარია