სიახლეები

ჩვენთან ვიზიტი უსაფრთხოა

01 დეკემბერი 2020

ჩვენს კლინიკაში, Covid 19-თან დაკავშირებული საგანგებო რეჟიმის გამოცხადების პირობებში გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები. კლინიკა დღემდე, ზედმიწევნით ასრულებს პროტოკოლს, ინტენსიურად ტარდება ჭერის, კედლებისა და იატაკის დეზინფიცირება.
 
 ინსტრუმენეტების სტერილიზაციის პროცესი გერმანული წარმოების "მელაგ-10"-სა და "Dentsply Sirona"-ს წარმოების ბუნიკების სასტერილიზაციო აპარატებით მიმდინარეობს, რომელთა რამდენიმეეტაპიანი სტერილიზაციაც ინსტრუმენტების სრულ სტერილურობას უზრუნველყოფს, რაც უსაფრთხო მანიპულაციებისა და მკურნალობის გარანტიაა.
 
პაციენტებისათვის განკუთვნილ მოსაცდელში, ყველა ის ზედაპირი, რომელსაც პაციენტი შეიძლება შეეხოს (კარების სახელურები, სკამები, მაგიდები) იწმინდება ყოველი პაციენტის მიღების შემდეგ.
 

გთხოვთ, კლინიკაში შემოსვლისთანავე:

  1. ატაროთ პირბადე, უშუალოდ სტომატოლოგიური პროცედურების დაწყებამდე;
  2. გამოიყენოთ ფეხსაცმლის ბახილის აპარატი;
  3. დაიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო სითხით.
 
გისურვებთ ჯანმრთელობას!