სიახლეები

ღრძილის პლასტიკა

01 აპრილი 2021

ღრძილის პლასტიკა არის ღრძილის მაგარი ან რბილი ქსოვილის რეცესიის სამკურნალო პროცედურა. 

ღრძილის პლასტიკას მივმართავთ მაშინ, როდესაც ღრძილის ქსოვილის განლევა იწვევს კბილის ფესვის გაშიშვლებას ან ღრძილის არათანაბარი კონტური ესთეტიურ დისკომფორტს.
⠀⠀
პლასტიკისას ვიყენებთ მიკროქირურგიულ მეთოდს, სკალპელისა და ლაზერის კომბინირებით და ღრძილის ქსოვილების მობილიზაციით იფარება კბილის ფესვი. ⠀⠀

ესთეტიური დისკომფორტის გამოსასწორებელად კი, ღრძილის ზედმეტი, გვირგვინზე ჩამოსული ქსოვილის მოკვეთით, გვირგვინოვანი ნაწილი გრძელდება. ჩვენს კლინიკაში სრულიად უმტკივნეულოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ეს პროცედურა, მარტივი სარეაბილიტაციო პერიოდით (7-10 დღე), რადგან სადონორო ზონაში არსებული ჭრილობა სწრაფად რეგენირებადია.

აირჩიეთ ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა და გაიღიმეთ თავდაჯერებულად.