სიახლეები

სინუს ლიფტინგი

05 მაისი 2021

სინუს ლიფტინგი დენტალურ იმპლანტოლოგიაში გამოყენებადი ყველაზე გავრცელებული ძვლოვან-პლასტიკური ოპერაცია.⠀
განსხვავებით ქვედა ყბისაგან, რომელიც ერთი მთლიანი ძვალია, ზედა ყბას აქვს 2 დიდი წიაღი. აღნიშნული წიაღები ამოფენილია ლორწოვანი გარსით და უერთდება ცხვირის ღრუს, ჩვენ მას ზედა ყბის ანუ „ჰაიმორის“ წიაღს ვუწოდებთ. როდესაც ადამიანი კარგავს კბილებს და მათი იმპლანტებით ჩანაცვლების საკითხი დგება, ჩნდება კითხვა, ზედა ყბის წიაღსა და პირის ღრუს შორის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობაზე. თუ აღნიშნული მოცულობა მცირეა, იმპლანტი უბრალოდ ჩავარდება ჰაიმორის ღრუში.⠀
 
იმპლანტაციის ზონაში ძვლოვანი ქსოვილი საჭირო მოცულობის შესაქმნელად გამოიყენება სინუს ლიფტინგის ოპერაცია. ოპერაცია შემდეგ ეტაპებად, ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება:
  • პირის ღრუში ზედა ყბის გვერდითა კედელზე, კეთდება ზედა ყბის წიაღში შესასვლელი. ფრთხილად ხდება ლორწოვანის აწევა, რითაც მის ქვეშ ვქმნით თავისუფალ სივრცეს.
  • შემდგომი ეტაპი შექმნილი სივრცის ოსტეოპლასტიური მასით ამოვსებაა. ამ მიზნით გამოიყენება აუტოძვალი, ხელოვნური ძვალი, ბიოძვალი ან ალოძვალი. შექმნილი ფანჯარა იხურება ბარიერული მემბრანით. შემდგომ საოპერაციო ველი იხურება და ჭრილობა იკერება.⠀
 ნუ გადადებთ იმპლანტაციას, რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის კბილის დაკარგვიდან, მით მეტად ჩნდება სინუს ლიფტინგის საჭიროება.