სიახლეები

ვიზიტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში

25 ოქტომბერი 2024

„ American Hospital Tbilisi და „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას" კლინიკის დირექტორები ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში!


„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" აღმასრულებელი დირექტორი - ერჯან აიილდიზი და „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას" კლინიკის დირექტორი - ქეთევან ასანიძე, 11 ოქტომბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - მაია ომიაძეს და ტურიზმის პროდუქტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსს - თამარ მაისურაძეს შეხვდნენ.


თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო რუკაზე, საქართველო ერთგვარი ჰაბის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამ პრიზმიდან, მკურნალობის მაღალი ხარისხით , შედარებით კონკურენტული და ბიუჯეტური ფასის მხრივ, საკმაოდ მიმზიდველი და ეფექტურია სამედიცინო ტურიზმის და საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება, რაც დამატებითი ფინანსების მოზიდვის რეალური გარანტიაა.


სახელმწიფო - ტურიზმის ადმინისტრაციის სახით - მხარს დაუჭერს ახალ და საინტერესო ინიციატივებს.


„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" და „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა" ფარავენ ყველა ძირითად სამედიცინო სერვისს, როგორც ამბულატორიული და სტაციონარული, ასევე - სტომატოლოგიური მიმართულებებით.