31 მაისი 2025
“ბლიც დენტალი -კახაბერ ხარებავას კლინიკას” უახლესი, ინოვაციური სადიაგნოსტიკო აპარატი “Teethan” შეემატა. აპარატის პრეზენტაცია სპეციალურად გაიმართა, სადაც ჩვენმა გუნდმა დეტალურად შეისწავლა “Teethan”_ის შესაძლებლობები და მისი პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობები.
"Teethan" წარმოადგენს თანამედროვე სადიაგნოსტიკო სისტემას, რომელიც ნერვ-კუნთოვან ბალანსს აფასებს მარტივი, სწრაფი და არაინვაზიური მეთოდით. ეს ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს:
•განვსაზღვროთ ოკლუზიისა და ნერვ-კუნთოვანი სისტემის კავშირი ზედაპირული ელექტროგრაფიის გამოყენებით.
•შევაფასოთ ქვედა ყბის სტაბილურობა რეაბილიტაციისთვის.
"Teethan"-ის დანერგვა "ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში" კიდევ ერთი ნაბიჯია იმის დასადასტურებლად, რომ მუდმივად ვცდილობთ ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ მკურნალობის საუკეთესო და თანამედროვე სტანდარტები.