16 დეკემბერი 2025
საქართველოში პირველად გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „სტომატოლოგია მულტიდისციპლინარულ ჭრილში“, რომელიც საქართველოს სპორტული სტომატოლოგიის ასოციაციის (GA4SD) ორგანიზებით და „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული წამყვანი სტომატოლოგები -
Dr. აბდულმაჯიდ ოქშაჰი - ავსტრიული სპორტული სტომატოლოგიის ასოციაციის (OGSZM) ელჩი
Dr. სტავროს ავგერინოსი - Swiss Academy for Biological Medicine - ის ბორდის წევრი
Dr. ინესა ბარადინა - "რესპუბლიკური კლინიკური სტომატოლოგიის ცენტრის, საუნივერსიტეტო კლინიკის" მთვარი ექიმის მოადგილე კლინიკური სამუშაოს საკითხებში, მედიცინის დოქტორი, დოცენტი.
Dr. მანუელ ხიმენესი - ელიტური სპორტული კლუბების კონსულტატი, Universidad DE LA RIOJA-ს პროფესორი
Dr. დებორა ჰელერი - UT Health San Antonio-ს პროფესორი. დღესდღეისობით არის IADR ნერწყვის კვლევითი ჯგუფის პრეზიდენტი
ვიზიტის ფარგლებში “ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში” გაიმართა პროფესიული შეხვედრა ექიმებთან. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს კლინიკური გამოცდილება, თანამედროვე სამკურნალო მიდგომები და პრაქტიკული ცოდნა.
აღნიშნულმა შეხვედრამ საფუძველი ჩაუყარა ურთიერთობების განმტკიცებასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარებას. ჩამოყალიბდა მყარი პროფესიული კავშირები, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება და ხელს შეუწყობს ერთობლივი ინიციატივებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.