ბლიც დენტალში ახალი თაობის სტომატოლოგიური ლაზერი
09 ივლისი 2026
თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ქირურგიული და რბილი ქსოვილების პროცედურა უფრო ზუსტად, ნაკლები ტრავმითა და პაციენტისთვის მაქსიმალური კომფორტით ჩავატაროთ.
სტომატოლოგიური ლაზერის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა რბილი ქსოვილების კორექცია ან მცირე ქირურგიული ჩარევა. ლაზერული ტექნოლოგია ხელს უწყობს სისხლდენის შემცირებას, ქსოვილების მინიმალურ ტრავმირებას და სწრაფ აღდგენას.
რა პროცედურებისთვის გამოიყენება სტომატოლოგიური ლაზერი?
- ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკისთვის;
- ღრძილის ფორმისა და კონტურის კორექციისთვის;
- კისტოზური ღრუს დასამუშავებლად;
- კეთილთვისებიანი წარმონაქმნების დასამუშავებლად -შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში.
რატომ ლაზერული ტექნოლოგია?
ლაზერული ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მაღალი სიზუსტეა. ლაზერი საშუალებას იძლევა, ექიმმა კონკრეტულ ქსოვილზე ზუსტად იმუშაოს და მინიმალურად დააზიანოს მიმდებარე უბნები.
პროცედურის ტიპისა და ინდივიდუალური შემთხვევის მიხედვით, ლაზერის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს სისხლდენა, შეშუპება და დისკომფორტი, ასევე ხელი შეუწყოს უფრო სწრაფ რეაბილიტაციას.
თუმცა, ლაზერული მკურნალობის შესაძლებლობა და მეთოდის არჩევა ყოველთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება. ექიმი პაციენტის მდგომარეობის შეფასების, დიაგნოსტიკისა და კონკრეტული პროცედურის მიხედვით არჩევს მკურნალობის ყველაზე შესაბამის მეთოდს.
ახალი ტექნოლოგია, თანამედროვე მიდგომა და მეტი კომფორტი პაციენტებისთვის — ბლიც დენტალი აგრძელებს სტომატოლოგიური მომსახურების განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.