Blits Dental-მა და Straumann-მა ოფიციალური თანამშრომლობა გააფორმეს
09 ივლისი 2026
Blits Dental-სა და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან შვეიცარიულ იმპლანტოლოგიურ ბრენდს, Straumann-ს, შორის ოფიციალური თანამშრომლობა გაფორმდა.
Straumann უკვე ათწლეულებია წარმოადგენს დენტალური იმპლანტოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სახელს მსოფლიოში. გამოირჩევა მაღალი ბიოთავსებადობით, გამძლეობითა და ხანგრძლივი შედეგებით. ეს ნიშნავს, რომ პაციენტები იღებენ არა მხოლოდ ესთეტიკურად ბუნებრივ, არამედ ფუნქციურად საიმედო შედეგს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ხარისხს.
Blits Dental-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს შესთავაზოს მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სანდო და ხარისხიანი მკურნალობა. სწორედ ამიტომ, Straumann-თან ოფიციალური პარტნიორობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კლინიკის ერთგულებას თანამედროვე სტომატოლოგიისა და საუკეთესო შედეგების მიმართ.