ბლიც დენტალში Denjoy-ის ახალი დენტალური მიკროსკოპი
05 ნოემბერი 2026
ბლიც დენტალი მუდმივად ზრუნავს კლინიკის განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. კლინიკის ტექნოლოგიურ აღჭურვილობას Denjoy-ის დენტალური მიკროსკოპი შეემატა.
მიკროსკოპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარიესის მკურნალობისა და ენდოდონტიური პროცედურების დროს. მისი გამოყენება ექიმს საშუალებას აძლევს, უკეთ შეაფასოს კბილის სტრუქტურები და უზრუნველყოს მაღალი სიზუსტით შესრულებული პროცედურები.
ბლიც დენტალი აგრძელებს თანამედროვე სტომატოლოგიური სტანდარტების დანერგვას, პაციენტებისთვის ხარისხიანი და პროგნოზირებადი მკურნალობის უზრუნველსაყოფად.