კერამიკული ვინირები

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

რა არის დენტალური ვინირები?

ვინირება გულისხმობს 0.2-0.5 მმ სისქის ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებით კბილის გარეთა ზედაპირის დაფარვას, როგორც ერთი კბილის მიდამოში, ასევე ტოტალური რეაბილიტაციისას. 

ვინირები აუმჯობესებს კბილებს როგორც ესთეტიკურად, ასევე ფუნქციურად. აღადგენს როგორც ფორმას, ფერს, რკალში კბილთა დგომას, ასევე აუმჯობესებს ღეჭვის ფუნქციას, რაც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფაიფურის (კერამიკული) ვინირების მეშვეობით შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოყენება ესთეტიურ სტომატოლოგიაში და გვაძლევს საშუალებას ქსოვილის მინიმალური დანაკარგით დავაკორექტიროთ კბილები.

ვინირ 360 

ვინირ 360 ფუნქციურად იგივეა, რაც კლასიკური ვინირი. განსხვავება ის არის, რომ ვინირ 360-ის შემთხვევაში ხდება კბილის მთელი ზედაპირის დაფარვა თხელი ფაიფურის (კერამიკის) ფირფიტებით, რომელიც იცავს კბილის ბუნებრივ ქსოვილს არასასურველი და მავნე ფაქტორებისგან: ბრუქსიზმი, დიდი რაოდებნობით თამბაქო, პიგმენტური საკვები, ყავა და ა.შ.

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ვინირების დროს

 

რა შემთხვევაში კეთდება ვინირები? 

  • არასასურველი ფერის დროსმისი უპირატესობა მდგომარეობს ფერის მდგრადობაში. თერაპიული (ბჟენით) შესრულებული რესტავრაციებისგან განსხვავებით ვინირი არ იცვლის ფერს და არ კარგავს სიპრიალეს, შესაძლებელია კბილების რამდენიმე ტონით გაღიავება. 
  • არასასურველი ფორმის შემთხვევაშიბევრს აწუხებს არათანაბარი ზომისა და ფორმის კბილები, რაც ესთეტიკურ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ვინირების საშუალებით ხდება კბილის ფორმისა და ზომის ცვლილება, ასევე ივსება ტრემები და დიასთემები. 
  • კბილთა ცვეთისასფიზიოლოგიური ცვეთა გამოწვეულია ასაკის მატებასთან ერთად. ამ დროს ხდება კბილის სიგრძის დამოკლება, თუმცა არ ხდება ფუნქციური ცვლილებები. პათოლოგიური ცვეთა ეწოდება კბილის მაგარი ქსოვილების პროგრესულ განლევას, რის გამოც კბილები მნიშვნელოვნად იცვლიან ფორმას და თანდათან წყვეტენ ნორმალურ ფუნქციონირებას. 
  • კბილთა დგომის ანომალის დროსამ შემთხვევაში რკალის გამოსასწორებლად აუცილებელია კბილების პრეპარირება. გამონთავისუფლებული სივრცეების ხარჯზე ხდება კბილთა დგომის ჩასწორება. გაიგეთ მეტი ორთოპედია-ზე.

რა ეტაპებია გასავლელი ვინირებამდე? 

  1. პირველი ეტაპია კონსულტაცია, რომლის დროსაც ფასდება ზოგადი მდგომარეობა.
  2. მეორე ეტაპი, საჭიროების შემთხვევაში, კბილების პროფესიული წმენდაა.
  3. მესამე ეტაპია 3D ტომოგრაფია. ჩვენს კლინიკაში Orthophos SL 3D-ს საშუალებით ხდება All-in-one ვირტუალური ვიზუალიზაცია. 

 

ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს:  სტომატოლოგიური კლინიკა ფასები

 

ვინირების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 

 

FAQ

რა არის კერამიკული ვინირი და რით განსხვავდება ის კომპოზიტური ვინირისგან?
კერამიკული ვინირები გამოიყურება უფრო ბუნებრივად და გამოირჩევა მაღალი ესთეტიკით. მას აქვს ბუნებრივი მინანქრის საფარისთვის დამახასიათებელი ფერი და სიპრიალე, რაც სრულად ერწყმის სახის ნაკვთებსა და პირის ღრუს სტრუქტურას. თერაპიული რესტავრაციებისგან განსხვავებით, კერამიკული ვინირები არ იცვლიან ფერს პიგმენტური საკვების ან თამბაქოს მოხმარების შედეგად, არის ნაკლებათ ცვეთადი, არ აღიზიანებს ღრძილებს და არ სჭირდება პერიოდულად გაპრიალება.
როგორ უნდა მოვუაროთ ვინირებს სახლის პირობებში?
კერამიკული ვინირების მოვლა არ განსხვავდება ჩვეულებრივი პირის ღრუს ჰიგიენისგან, მნიშვნელოვანია ყოველ 6თვეში ერთხელ ვიზიტი სტომატოლოგთან
რა უკუჩვენებები აქვს ვინირებს (მაგალითად, ბრუქსიზმის დროს)?
სწორად შერჩეული მასალა ( მექანიკური სიმტკიცის მახასიათებლები ) ვინირის ფორმა და სიმაღლე არ იწვევს უკუჩვენებებს .
ვისთვის არის რეკომენდებული ვინირების გაკეთება და კონკრეტულად რა ვიზუალურ პრობლემებს აგვარებს ის?
მათთვის ვისაც აქვს კბილის ფერით ,ფორმით და კბილთა მწკრივში დგომით გამოწვეული დისკომფორტი, ასევე ცვეთა, მინანქრის ბზარები და კბილთაშორისი დიასთემები.
იცვლის თუ არა ფერს კერამიკული ვინირი ყავის, თამბაქოს ან ღვინის მოხმარების შედეგად?
კერამიკული ვინირები არ იცვლის ფერს
მტკივნეულია თუ არა ვინირების დაყენების პროცესი და გამოიყენება თუ არა ანესთეზია?
გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია და არ არის მტკივნეული
აზიანებს თუ არა ვინირი ბუნებრივ კბილს?
ვინირების დროს კბილის მინანქრის მხოლოდ მცირე ფენა მუშავდება, არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა და სწორად შესრულების შემთხვევაში არ აზიანებს ბუნებრივ კბილს.