ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
ჩანართი იგივე ფაიფურის ბჟენია, რომელიც დიდი ზომის ბჟენების ან კბილის ბუნებრივი ქსოვილების (კიდეების) მოტეხვის რისკის არსებობისას გამოიყენება. ბჟენისგან განსხვავებით, არ იცვლის ფერს, გაცილებით მტკიცედ ფიქსირდება ბუნებრივ ქსოვილებზე და ნაკლებად ექვემდებარება ცვეთას.
იმ შემთხვევაში როდესაც კბილი არის დაზიანებული, მაგრამ არა იმდენად, რომ გვირგვინი იქნეს გამოყენებული, კერამიკული ჩანართი არის იდეალური საშუალება კბილის ანატომიური ფორმისა და ვიზუალის აღსადგენად. კომპოზიტური ბჟენებისგან განსხვავებით, კერამიკული ჩანართი არის უფრო მდგრადი, მტკიცე, ინარჩუნებს ფერს და ფორმას წლების განმავლობაში.
გაიგეთ მეტი ორთოპედია-ზე.