ხიდი

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

რა არის ხიდი და რა შემთხვევაში გამოიყენება ის? 

ხიდი მოუხსნელი კონსტრუქციაა, რომელიც 100%-ით აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.

ხიდისებრი კონსტრუქცია მზადდება დანაკლისი კბილების შემთხვევაში. ამ დროს დაკარგული კბილის მეზობილ კბილებზე კეთდება საყრდენი გვირგვინები და მაგრდება ხიდი ხელოვნური გვირგვინებით.

ხიდები ფიქსირდება, როგორც ბუნებრივ კბილებზე, ასევე დენტალურ იმპლანტებზე და სრულად აღადგენს როგორც ღეჭვით ფუნქციას, ასევე ესთეტიკურ მხარეს. რაც უფრო დიდი დრო გადის კბილის დაკარგვიდან, მით მეტი პრობლემა იჩენს თავს, ისეთები როგორებიცაა: ძვლის განლევა, თანკბილვის დარღვევა, პრობლემები ყბის სახსრებზე და ა.შ.

რა ხდება ტოტალური ადენტიის შემთხვევაში? 

ტოტალური ადენტიის შემთხვევაში ვიყენებთ ALL ON FOUR პრინციპს როდესაც ერთი ყბის 4 იმპლანტზე ფიქსირდება მთლიანი ხიდი.