ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.
კარიესი არის კბილის დაზიანების პროცესი, რომელიც იწყება მინანქრის დარღვევით და დროთა განმავლობაში ღრმავდება. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზებია არასათანადო ჰიგიენა, ტკბილი საკვების ხშირი მიღება, ბაქტერიების დაგროვება და პროფილაქტიკური ვიზიტების უგულებელყოფა. თუ კარიესი დროულად არ განიკურნა, შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი, ინფექცია და კბილის დაკარგვაც კი.
კარიესის სიმპტომებია:
კარიესი ეტაპობრივად ვითარდება და მისი დროული აღმოჩენა მნიშვნელოვნად ამარტივებს მკურნალობის პროცესს. დაზიანების სიმძიმის მიხედვით, განასხვავებენ კარიესის 4 სტადიას: საწყისი, ზედაპირული, საშუალო და ღრმა კარიესი.
საწყისი კარიესი - ყველაზე ადრეული სტადია, როდესაც კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ან ოდნავ მოყვითალო ლაქა. ამ ეტაპზე კბილი არ არის დაზიანებული ღრმად და შეიძლება უმტკივნეულოდაც მიმდინარეობს.
ზედაპირული კარიესი- ამ დროს დაზიანება უკვე ვრცელდება მინანქრის შიგნით. კბილზე შეიძლება გაჩნდეს მცირე ღრუ ან მუქი ლაქა. ამ ეტაპზე ზოგჯერ ჩნდება მგრძნობელობა ცივზე, ცხელზე ან ტკბილზე. ზედაპირული კარიესი საჭიროებს სტომატოლოგიურ ჩარევას, თუმცა მკურნალობა შედარებით მარტივი და უმტკივნეულოა.
საშუალო კარიესი - დაზიანება აღწევს დენტინამდე, კბილის შიდა შრემდე. ამ ეტაპზე სიმპტომები უფრო მკაფიო ხდება: თუ მკურნალობა დროულად არ ჩატარდა, ინფექცია შეიძლება სწრაფად გავრცელდეს. საშუალო კარიესი უკვე საჭიროებს კბილის ინფიცირებული ქსოვილის მოცილებას და დაბჟენას.
ღრმა კარიესი - ყველაზე მძიმე სტადიაა, როდესაც დაზიანება ახლოს არის კბილის ნერვთან ან უკვე აზიანებს მას. ამ ეტაპზე ტკივილი ძლიერია. ღრმა კარიესმა შესაძლოა გამოიწვიოს ანთება, ინფექცია და კბილის დაკარგვა.
სახლის პირობებში კარიესის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მისი პრევენცია. აუცილებელია კბილების სწორად და რეგულარულად გახეხვა ფტორის შემცველი პასტით, კბილის ძაფის გამოყენება და შაქრიანი პროდუქტების შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა.
კარიესის მკურნალობის ფასი დამოკიდებულია დაზიანების სირთულეზე, კბილის მდგომარეობასა და საჭირო პროცედურებზე. საწყის ეტაპზე მკურნალობა შედარებით მარტივი და ხელმისაწვდომია, ხოლო ღრმა კარიესის შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი პროცედურები გახდეს საჭირო. ზუსტი ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ, როდესაც ექიმი სრულ დიაგნოსტიკას ჩაატარებს.
კონტაქტი
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.